ხარკოვშია ჩარჩენილი ჩემი ძმისშვილი, მისი მშობლები – ქართველი ქალი დახმარებას ითხოვს
„პრაიმთაიმს“ დახმარების თხოვნით ნონა ნონიაშვილმა მომართა, რომელიც ხარკოვში 18 წლის ძმისშვილს, ლიანა ნონიაშვილს ეძებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„ხარკოვშია ჩარჩენილი ჩემი ძმისშვილი. ქართული არ იცის. 18 წლის სტუდენტი გოგონაა. თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ მის მოძებნაში. ვიცი, რომ თავშესაფარშია. სხვა არაფერი.
მისი მშობლები მარიუპოლის დასაცავად იბრძვიან და ვერც იმათ ვუკავშირდები. იქნებ ბავშვი მაინც ვიპოვო. გთხოვთ, თუ რამე შეგიძლიათ,თუ კავშირი გაქვთ, კომპეტენტურ ვინმესთან ხარკოვში, იქნებ მიპოვოთ გოგონა“.