ხარკოვის დაბომბვის ვიდეოკადრები
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში, გამუდმებით ისმის დაბომბვის ხმა. განადგურდა 1000 -ზე მეტი შენობა. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში, გამუდმებით ისმის დაბომბვის ხმა. განადგურდა 1000 -ზე მეტი შენობა. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
ქართულ-უკრაინულ ოჯახს საბრძოლო მოქმედებების დროს ხარკოვში, თავშესაფარში ვაჟი შეეძინა. „იმედის კვირა“ პატარა ქართველის ოჯახს ლვოვში შეხვდა. ხარკოვში საბრძოლო მოქმედებების დროს დაბადებული დავით ბუსკანძე საქართველოში ოჯახთან ერთად მალე დაბრუნდება. ის 10 დღის წინ საჰაერო დაბომბვების დროს, თავშესაფარში დაიბადა. „ყველგან ჭურვები ცვიოდა, ყველანი სარდაფს ვაფარებდით თავს. არ ვიცოდი, ტკივილისთვის გამეძლო, თუ უსაფრთხოებაზე მეფიქრა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად…
ხარკოვში 18 წლის სტუდენტი ლიანა ნონიაშვილი დაიკარგა. მას რამდენიმე დღეა ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „თემა“ ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. „გოგონამ ვერ გამოაღწია ქალაქს და რამდენიმე დღეა ოჯახი ვერ ეკონტაქტება. მაქსიმალურად გაავრცელეთ პოსტი“, – წერია განცხადებაში.
„პრაიმთაიმს“ დახმარების თხოვნით ნონა ნონიაშვილმა მომართა, რომელიც ხარკოვში 18 წლის ძმისშვილს, ლიანა ნონიაშვილს ეძებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „ხარკოვშია ჩარჩენილი ჩემი ძმისშვილი. ქართული არ იცის. 18 წლის სტუდენტი გოგონაა. თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ მის მოძებნაში. ვიცი, რომ თავშესაფარშია. სხვა არაფერი. მისი მშობლები მარიუპოლის დასაცავად იბრძვიან და ვერც იმათ ვუკავშირდები. იქნებ ბავშვი მაინც ვიპოვო. გთხოვთ, თუ რამე შეგიძლიათ,თუ…
„კურიერმა” ხარკოვში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ჩაწერა. ის ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს და ჰყვება, რომ მოსახლეობა შეშინებულია და ყველა გზით ცდილობენ ქალაქი დატოვონ. „ხარკოვში ამჟამად ძალიან დაძაბული სიტუაციაა, იბომბება ხარკოვი. გვეგონა მოლაპარაკება შედგებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არ შემდგარა არაფერი მოლაპარაკება. გვეშინია და მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო ცუდი ამბები დატრიალდება. ვცდილობთ ქალაქი დავტოვოთ. მაღაზიები დაცარიელებულია,…