იტალიაში, ქალაქ ბარში ქართველი ემიგრანტი 56 წლის ნონა ტოტიკაშვილი გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმთან“ გარდაცვლილის მეგობარმა ლიკა ჯაფარიძემ აღნიშნა, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, შუახნის ქალს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.
მისივე თქმით, ნონა ტოტიკაშვილმა ემიგრაციაში 13 წელი გაატარა.
იგი წარმოშობით ქარელის რაიონიდან იყო და მისი ორი ვაჟი თბილისში ცხოვრობს.მას მეუღლეც წლების წინ გარდაეცვალა.
„რა ცუდი დღე გათენდა ჩემო ნონა, როგორ მეტკინა გული შენი უდროოდ გარდაცვალებით ნონიკო. კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე დასრულდა იტალიაში”, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.
ბარში მცხოვრები მეგობრის თქმით, ნონა ტოკლიკიშვილი კარგი მეგობარი, დედა და ბებია იყო. მისივე თქმით, საკონსულო ზრუნავს და მის ცხედარს საქართველოში ახლო მომავალში გადმოასვენებენ.
გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი
ავტორი: თეა შონია