იტალიაში ინფლაციამ 1995 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია

თებერვალში იტალიაში ინფლაციამ 5,7 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ იტალიის ეროვნული სტატისტიკური ინსტიტუტი (ISTAT) იტყობინება. ამბობენ, რომ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1995 წლის ნოემბრის შემდეგ.

იტალიაში ინფლაცია ზედიზედ მერვე თვეა, რაც ენერგორესურსების გაძვირების ფონზე იზრდება.

Similar Posts