27 წლის ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც 4 დღე დაკარგული იყო. ის რამდენიმე წუთის წინ იპოვეს და ცოცხალია. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ სალომე ტეტუნაშვილის მეგობარმა, ქეთი პაპელაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ტეტუნაშვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა პოლიციას გამოკითხვაზე გადაჰყავს.

„იპოვეს სალომე, ახლა პოლიციაში მიჰყავთ დაკითხვაზე. კარგად არის, ნორმალურად. როგორ მოხვდა საავადმყოფოში ეს დეტალები არ ვიცი, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გავიგე მისი პოვნის შესახებ . ჭკუაზე არ ვართ, მთელი საქართველო ვლოცულობდით ამ გოგოზე, არ ვიცი როგორ მოხდა, მთავარია ცოცხალია და ჯანმრთელია. რა როგორ მოხდა ამას უკვე უნდა ჩაეძიონ და გამოიძიონ“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას სალომე ტეტუნაშვილის მეგობარი. წერს პრაიმტაიმი