ევროპაში ვიდეოკარტების ფასები გაძვირებას განაგრძობს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ,  ამ პროდუქტებზე ფასების ზრდის ტემპი “საგანგაშოა”  და დღეში დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

10-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით Nvidia 3D ბარათების ფასმა 16%-ით მოიმატა, ხოლო AMD 3D-ს ღირებულებამ – 18%-ით.

ევროპაში ვიდეოკარტები უკვე მესამე თვეა განუწყვეტლივ ძვირდება.

ანალიტიკოსები მიუთითებენ სიტუაციაზე, რომელიც ზოგადად ასახავს ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობას. ფაქტია, რომ ზოგიერთი მოდელი, რომელიც ერთი საფეხურით ან თუნდაც ორით დაბალია, უფრო ძვირია, ვიდრე უფრო მაღალი. მაგალითად, თუ Redon RX 6800 ევროპაში 1,510-1,710 ათასი ევრო ღირს, მაშინ უმაღლესი დონის Radeon RX 6900 XT-ის ფასი 1,400-2,090 ათასი ევროს ფარგლებშია.