ევროპის ქვეყნებში დასები რეკორდულად იზრდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ესპანეთში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ქვეყანაში ინფლაცია დაჩქარდა და ნოემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,6 პროცენტით გაიზარდა.
ესპანეთში ინფლაციის ზრდა ძირითადად სურსათსა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ განაპირობა. სააგენტო აღნიშნავს, რომ 1992 წლიდან ფასების რეკორდული ზრდა ასევე დამატებით ზეწოლას ახდენს ევროპის ცენტრალურ ბანკზეც (ECB).
ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, იზაბელ შნაბელმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ინფლაციური რისკები კვლავ იზრდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროზონაში ფასების ზრდა ნოემბერში პიკს მიაღწევს, შემდეგ კი ECB-ის ინფლაციის სამიზნე ორ პროცენტს ქვემოთ დაეცემა.