ესპანეთი

ესპანეთში ციდან ასობით მკვდარი ფრინველი ჩამოცვივდა – PHOTO

ესპანეთის მოსახლეობა ციდან ჩამოცვენილმა 200-ზე მეტმა ფრინველმა შიშით შეიპყრო. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 3 დეკემბერს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ციდან მოულოდნელად ორ ასეულზე მეტი ფრინველი ჩამოვარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეცა.

მომხდარ ინციდენტს ესპანეთის გარემოს დაცვის დეპარტამენტი იძიებს. წინასწარი ვარაუდით, ფრინველების ვარდნა, სავარაუდოდ, ელექტროსადენებთან მასიურმა შეჯახებამ გამოიწვია.

Similar Posts