ხარკოვის დაბომბვის ვიდეოკადრები
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში, გამუდმებით ისმის დაბომბვის ხმა. განადგურდა 1000 -ზე მეტი შენობა. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
უკრაინაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში, გამუდმებით ისმის დაბომბვის ხმა. განადგურდა 1000 -ზე მეტი შენობა. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს მოხდა. გარდაცვლილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ტრაგედიის ოჯახს მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ მისი ვინაობა არ სახელდება. შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 4 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული. მანამდე ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი,…
კიდევ ერთი სულის შემძვრელი ისტორია ვრცელდება უკრაინიდან. როგორც სოციალურ ქსელში ლევან გორგილაძე წერს, 33 წლის მეზღვაურს, ოკუპანტებმა ოჯახის ყველა წევრი მოუკლეს. „საშინელი ამბავია… უკრაინელი 33 წლის ბიჭი მოვიდა ჩვენთან პუნქტში. მეზღვაურია და რეისიდან დაბრუნდა. ახლახან გაიგო რომ ოჯახი ამოუწყვიტეს – (დედა, მამა, და, შვილი, ცოლი). თავის მოკვლაც სცადა და აქ მოიყვანეს. ახლა ფსიქოლოგი ესაუბრება გაყინულ ადამიანს და…
ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის, თინა კანდელაკი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ. „ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინასთან გაჩაღებულ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელიც ერთი თვეა გრძელდება და რის შედეგადაც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები ყოველდღიურად…
უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში გმირებს ოჯახის წევრები, ახლობლები, საპატიო ყარაული, საქართველოს პრეზიდენტი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. მოქალაქეები, რომლებიც საქართველო-უკრაინის დროშებითა და ანთებული სანთლებით იყვნენ მისულები, კორიდორი მოაწყვეს და შეძახილებით გააცილეს გმირები.
უკრაინა რუსი სამხედროებისთვის ევროპაში გასასვლელი კარიბჭეა – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს და აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის გავლით სურს ევროპაში შეჭრა. “ეს არის ომი, რომელსაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. ომი, რომელსაც ერთი ადამიანი გეგმავდა დიდი ხნის განმავლობაში – ერთი! ათობით წლის განმავლობაში. გაზისა და საწვავის ექსპორტით ნაშოვნ უდიდეს შემოსავალს ომის…
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი, ვანო ნადირაძე მოხალისეებს, ვისაც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება სურს, სოციალურ ქსელში მიმართავს და აფრთხილებს: “ვიცი, რომ ბევრია, ვისაც აქ Ჩამოსვლა გინდათ. ვაჟკაცები ხართ, უᲨიᲨრები. მაგრამ Ჩემი თხოვნაა, თუ გამოცდილება არ გაქვთ, ნუ Ჩამოხვალთ!!! ეს ის ომია, რომელიც ფილმებშიც კი არ გაქვთ ნანახი ბევრს!!! არ გაქვს გამოცდილება, ნუ Ჩამოხვალთ!!! ოცი წლის წინ…
უკრაინაში მოხალისედ წასული დომენიკ მანგო მათ მიმართავს, ვისაც უკრაინაში ჩასვლა და ომში მყოფი ქვეყნის დახმარება უნდა: “უკრაინაში მოხალისედ ჩამომსვლელთა საყურადღებოდ: ქვეყანაში მოქმედებს პაროლის პრინციპი, შეიარაღებულია მოსახლეობა და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. მოხდა რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა ქვეყნის შიდა მდგომარეობა. ვისაც გაქვთ სურვილი უკრაინაში ჩამოსვლის (მხოლოდ საბრძოლო გამოცდილების…
წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს. “რუსეთ-უკრაინის ომმა, როგორც ეს 30 წლის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები, მოსკოვის მზაკვრული ჩანაფიქრების გარდა (აღადგინოს საბჭოთა კავშირი, კვლავ „სოცბანაკს“ დაუბრუნოს აღმოსავლეთ ევროპა და ენერგორესურსების მეშვეობით თავის ჭკუაზე ათამაშოს დასავლეთი…) მისი შეიარაღებული ძალების სისუსტეც გამოააშკარავა – რაც ასევე დიდი ხნის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები: რუსეთი ძალიან ცუდ…
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ქართველი მებრძოლი მარიუპოლში დაბომბვას ემსხვერპლა, რა დროსაც რუსმა აგრესორებმა ზებგერითი სარაკეტო სისტემა გამოიყენეს. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხეს თუ არა გარდაცვლილის გადმოსვენება ფრონტის ხაზიდან. აგვისტოს ომის გმირი უკრაინაში 2014 წელს წავიდა და აზოვის ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალებამდე მან ოკუპანტებთან ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2012…