წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს.

“რუსეთ-უკრაინის ომმა, როგორც ეს 30 წლის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები, მოსკოვის მზაკვრული ჩანაფიქრების გარდა (აღადგინოს საბჭოთა კავშირი, კვლავ „სოცბანაკს“ დაუბრუნოს აღმოსავლეთ ევროპა და ენერგორესურსების მეშვეობით თავის ჭკუაზე ათამაშოს დასავლეთი…) მისი შეიარაღებული ძალების სისუსტეც გამოააშკარავა – რაც ასევე დიდი ხნის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები:

რუსეთი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. სად არის რუსული არმია, რუსული ფლოტი? არ იარსებებს! – 1994 წელი, 5 მაისი;

რუსეთის არმია – ჯარი, არ არსებობს, აბსოლუტურად დაშლილია – 1996 წლის 26 ნოემბერი;

რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი და როგორც ადრე აღვნიშნე, შეიარაღებული ძალების სისუსტეს აჩვენებს – 1999 წლის 11 აპრილი…

და აი, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვმა, ჯერ იყო და, ჯარისთვის მშრალი საკვები (сухой поек) სთხოვა თავის „დიდ მეგობარსა და საიმედო პარტნიორ“ პეკინს, ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღით დახმარებასაც ეაჯება.

თუმცა აქ მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, მართლაც ესოდენ მყარი და მტკიცე ურთიერთობაა რუსეთსა და ჩინეთს შორის, როგორც ამას წარმოაჩენენ, თუ პეკინის ხმამაღალი განცხადებები, როცა მინდა და როგორც მინდა, მაშინ და ისე დავეხმარები მეგობარ მოსკოვსო, გადაჭარბებულია?

ვნახოთ, რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია წლების განმავლობაში რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე და ყველაფერი ნათელი გახდება.

ქვემოთ უკვე მრავალჯერ გამოქვეყნებული უამრავი ჩანაწერიდან მხოლოდ ძალიან, ძალიან მცირე ნაწილს გთავაზობთ.

1994 წელი, 21 აპრილი
რუსეთის მთავრობა ცდილობს სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებას ჩინეთთან, მაგრამ უარს მიიღებს. რუსეთსა და ჩინეთს შორის განხეთქილება. საერთოდ, ჩინეთი დიდ როლს ითამაშებს. ერთი პერიოდი მსოფლიოს შეაშინებს. ჩინეთს ატომიც აქვს და სხვა საიდუმლო იარაღიც. არც ისეთი სულელები არიან თურმე. ეს ყველამ უნდა განსაზღვროს.

რუსეთმა წარსულში ჩინეთი მოამარაგა და დღეს ეს ძალიან ცუდი ფაქტია, რისი წაშლაც სურთ რუსებს, მაგრამ ვერ შეძლებენ. რუსები თავისდაჭირად ქმნიან ყველაფერს. ამაზეც მწარედ აგებენ პასუხს. ჩინეთი ზურგს შეაქცევს რუსეთს.

2008 წელი, 13 ივლისი
რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები კი არ ფართოვდება, როგორც ეს გამოჩნდება ხალხის თვალში, არამედ უფრო შორდება და იძაბება.

2008 წელი, 26 სექტემბერი
რუსეთსა და ჩინეთს შორის მშვიდობასა და თანამშრომლობას ვერ ვხედავ. მათი ურთიერთობა პოლიტიკურ საკითხებში ვერ აეწყობა. ისინი მოსაჩვენებლადაც კი ვერ შეძლებენ ურთიერთობებს. მათ შორის არის რაღაც შეთანხმებები, მაგრამ რუსეთი ძალიან მცდარ პოლიტიკას გაატარებს ჩინეთთან დაკავშირებით და ვხედავ, წააგებს ამ პოლიტიკურ თამაშში.

ვხედავ, ჩინეთს დასავლეთი და ამერიკა უფრო აინტერესებს, ვიდრე რუსეთის დაშლილი იმპერია. მათ შორის დავა ტერიტორიებთან დაკავშირებით ატყდება ბოლოს, ვხედავ. ჯერ თანხმდებიან, მერე კი იწყება დიდი პოლიტიკური სკანდალები.
რუსები მიწებს კარგავენ. დიდ ჭირს მოუვლენს მათ კოსმოსი ჩინელების სახით. რუსებს ამბიციები ახრჩობთ და ჩაიხრჩობიან კიდეც. ჩინელები კალიებივით მოედებიან რუსეთის მიწებს.

მოკლედ, მომავალში რუსეთს ჩინეთზე დიდი მტერი არ ეყოლება. დრო არ ვიცი, ძალიან შორს გადაიწევს ეს ხედვა მომავალში, მაგრამ ჩინეთ-რუსეთის ტერიტორიული ომი აუცილებლად იქნება.საერთოდ რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებთან მუდამ საომარ მდგომარეობაში იქნება. თუ მან არ შეცვალა საგარეო პოლიტიკა მსოფლიოსთან მიმართებაში, იგი ძალიან დასუსტდება, დაიშლება და, როგორც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, ერთ დიდ გუბერნიად გადაიქცევა.

2008 წელი, 17 ოქტომბერი
რუსეთში დიდი ცეცხლი დაინთება, რომლის ჩაქრობა მათ ქმედებებზეა დამოკიდებული. კოსმოსი რუსეთს არ აპატიებს. დიახ, თუ რუსეთი გონზე არ მოვიდა, იგი საკუთარი ხელით დაისამარებს თავს.
რუსეთს ჯერ წინა აქვს ყველაფერი. ციმბირში დასახლებული ჩინელები — აი, საიდან ელით ყველაზე დიდი საფრთხე, აი, ვინ არიან ბევრნი.

ეს არის რუსეთის აფხაზეთი და სამაჩაბლო მომავალში. ამინ!

2009 წელი, 8 ივნისი
ძალიან აერევა რუსეთს ურთიერთობები ჩინეთთან. ჩინეთი არ დაუთმობს რუსეთს — მათთან ურთიერთობების გაწყვეტაც არ ადარდებთ. პირიქით, ჩინელებს ამით ხელ-ფეხი ეხსნებათ და ძალიან მნიშვნელოვან, სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს გაახმოვანებენ.

ვნახავთ, როგორ ლანძღავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა ჩინელებს. მაგრამ ისინი სხვა ქვეყნებივით არ შეარჩენენ ლანძღვას და პასუხს გაუგზავნიან კრემლის ბინადართ. ეს დუელი რუსეთ-ჩინეთისა საშიშ ხასიათს ღებულობს.

2009 წელი, 2 აგვისტო
მომავალში, ვხედავ, ჩინეთი რუსეთს დაუპირისპირდება. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის დიდი თამაშის ერთი ნაწილი, რომელსაც ამერიკა მოუწყობს რუსეთს. აი ეს კი ნამდვილი კატასტროფაა რუსეთისთვის.

2009 წელი, 30 დეკემბერი
ვხედავ, რუსეთი იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მათ მოგებას მოუტანს, მაგრამ ჩინეთი ამერიკასთან ურთიერთობებს არ გააფუჭებს არცერთ შემთხვევაში და რუსეთს არ დაუჭერს მხარს, მით უმეტეს, დიდ პოლიტიკაში.
აქ საქმე იქამდე მივა მოულოდნელად, რომ რუსეთ-ჩინეთს შორის ლამის დაირღვეს დიპლომატიური ურთიერთობები.

2014 წელი, 23 მარტი
ვხედავ, დღეს რუსული პოლიტიკა ჩიხშია შესული, მაგრამ ამას რუსეთის პრეზიდენტი არ აღიარებს. პირიქით, გამარჯვებას ქადაგებს და მისი ქმედებიდან ჩანს (და ვხედავ კიდეც), რომ იგი შეჩერებას არ აპირებს.
პუტინი უკრაინისთვის აღმოსავლეთის ჩამოჭრას აუცილებლობად მიიჩნევს. ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის გაერთიანებით იგი დასახულ ამოცანას სრულყოფილად, ბოლომდე განხორციელებულად ჩათვლის. ეს რუსეთს უნდა ასე. ევროპა და ამერიკა კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა სამხედრო კონტინგენტი გაზარდეს და მთელი ძალები შეყარეს, რაც კი გააჩნდათ (ეს ჯარია თუ სამხედრო ტექნიკა, და საიდანაც უკვე ჩანს, რომ რუსეთი მომართულია უკრაინის დასალაშქრად) ომს — სამხედო ხაზით ვგულისხმობ — ვერ უმართავს რუსეთს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მათ ომი დაიწყეს სანქციებით, რამაც უკვე ძალიან მაგრად დაარტყა რუსეთის ეკონომიკას. სანქციების დაწესება კიდევ გაგრძელდება, უფრო გამკაცრდება და რუსეთი ისეთ ხაფანგში აღმოჩნდება, საიდანაც გამოსავალი არ ექნება.

ვხედავ, რუსეთი კვლავაც განაგრძობს სხვა სახელმწიფოს ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინის გარდა, მომართულია კიევის დასალაშქრადაც, რათა „კანონიერი პრეზიდენტი“ დააბრუნოს იქ. ამით ომის საშიშროება უკვე ემუქრება ევროპას. ამიტომ შავ ზღვაზე მდგარ ამერიკულ სამხედრო გემებს კიდევ დაემატება ხომალდები და ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ამერიკა ევროპის დასაცავად ომისთვის უკვე მზად არის.

სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ რუსული აგიტაცია-პროპაგანდა არ არის ეფექტური არც თავად ქვეყნის შიგნით. აი, უკრაინის ადგილას რომ სხვა სახელმწიფო ყოფილიყო, აგიტაცია უფრო მეტ ეფექტს გამოიღებდა. ახლა კი ის ფაქტი, რომ სლავებმა სლავების წინააღმდეგ გაილაშქრეს, რუსეთში ხალხს არ მოსწონს.

კრემლს აღმოსავლეთშიც გაუჭირდება. პრეზიდენტმა პუტინმა ჩინეთი მოიყვანა მაგალითად, რომ ეს სახელმწიფო მას უჭერს მხარს. მაგრამ ჩინეთის ხელისუფლების ქმედებამ დაამტკიცა, რომ ის არ ერევა ამ რუსულ ავანტიურაში — სწორედ ასე მიიჩნევს ჩინეთი — ოღონდ დუმილი არჩია.

ჩინეთი, იცოდეთ, რომ არცერთ შემთხვევაში რუსეთის მხარს არ დაიჭერს. იგი თავიდან ბოლომდე, მთელი ასი პროცენტით ექვემდებარება ამერიკა-ევროპას. ის არასდროს — დაიმახსოვრეთ, არასდროს! — არ წავა მათ წინააღმდეგ.

პირიქით, რუსეთს დიდი სირთულეები ელის ჩინეთისგან. ჩინეთი, რომელიც რუსეთის აღმოსავლეთშია შეჭრილი, ვხედავ, ედავება რუსეთს ამ ტერიტორიებს. ამას მრავალი წელია ვწინასწარმეტყველებ და ვიმეორებ: პოლიტიკა, რომელსაც კრემლი ატარებს საქართველოს, უკრაინის, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ კავკასიიის მიმართ, უკუშედეგებს მოიტანს. ანუ რუსეთს ზუსტად საკუთარ სახლში დაემართება ის, რასაც ამ სახელმწიფოების მიმართ სჩადის.

2014 წელი, 26 ნოემბერი
კიდევ ვიმეორებ: რუსეთ-ჩინეთის ალიანსი არის ბლეფი. ეს ღიად გამოჩნდება. მომავალში ომი რუსეთსა და ჩინეთს შორის ისევე გარდაუვალია, როგორც ომი რუსეთ-უკრაინას შორის. ეს იქნება ტერიტორიული ომი,“ – წერს ლელა კაკულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here