ავსტრალიაში იტალიის ელჩი ფრანჩესკა ტარდიოლი მშობლიურ ქალაქ ფოლინიოში შვებულების დროს გარდაიცვალა.

იტალიური მედიის ცნობით, იგი 19 თებერვალს მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი გამოძიების ცნობითა, 57 წლის ქალის გადავარდნა მოაჯირზე გადახრის შედეგად წონასწორობის ვერ შეკავებამ გამოიწვია. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ გადავარდნა შემთხვევითი არ ყოფილა. ამ დროისათვის გამოძიება ცდილობენ გაარკვიონ ზუსტად რა მოხდა.

ფრანჩესკა ტარდიოლი დიპლომატიურ კორპუსში 1991 წლიდან მუშაობს. იგი სამსახურში შევიდა პერუჯის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დამთავრების და იტალიის საერთაშორისო ორგანიზაციების საზოგადოების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ. თავისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მუშაობდა საელჩოებსა და საკონსულოებში ალბანეთში, საუდის არაბეთში, ლიბიაში და ნატოში წარმომადგენლობაში.

როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მას სიყვარულით გაიხსენებენ მისი შესანიშნავი პროფესიული და ადამიანური თვისებების გამო.