2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაურკვევლობით და დაბნეულობით სავსე დღეა. თქვენი არც ახლობლებს ესმით და თავადაც გიჭირთ მოვლენებში გარკვევა. თუ გსურთ, ყველა სურვილი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე აგისრულდეთ, დინების საწინააღმდეგოდ არ იცუროთ.

კურო
სტაბილურ შემოსავალს მხოლოდ სტაბილური სამსახური უზრუნველყოფს, თანაც მხოლოდ შემოსავალს კი არა, კარიერულ ზრდასაც. შესაძლოა, გაცილებით მომგებიან პოზიციაზე აღმოჩნდეთ, რაც საშუალებას მოგცემთ, სოციალური სტატუსი გაიუმჯობესოთ. იშრომეთ და ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ.

ტყუპები
ამ დღეს ორგვარი დატვირთვა აქვს: კარგი და ცუდი. დაავადება, რომელიც თავს იჩენს, ვერაგია და ცვალებადი სიმპტომატიკით გამოირჩევა. თქვენი სამომავლო გეგმები ჯერჯერობით ბუნდოვანია, ამიტომ შეგიძლიათ, დინებას მიჰყვეთ, მაგრამ ასეთი სიტუაცია დროში არ უნდა გაიწელოს.

კირჩხიბი
ძალების საჭირო მიმართულებით კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, ამიტომ შეიძლება თვის დასაწყისში საქმე შეფერხდეს და თქვენმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღოს. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და გეგმები სწორად ჩამოაყალიბოთ და შეეგუეთ იმ აზრს, რომ გამომუშავებული თანხის უმეტესი ნაწილის პარტნიორებისთვის განაწილება მოგიწევთ.

ლომი
ეს დღე წარმატებული იქნება ახალი სამსახურის მაძიებლებისთვის და მათთვის, ვინც გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება. წარმატება ელით სპორტსმენებს და პოლიტიკოსებს. მოსალოდნელია კოლეგებთან და თანაკურსელებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ამჟამად ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ მოერიდეთ ისეთ საქმეს, რომელსაც სწრაფად ვერ დაასრულებთ.

ქალწული
ბევრი და დამღლელი მუშაობა გელით, მაგრამ თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება. ზოგიერთ ქალწულს დახურულ სივრცეში ან აგრესიულ ადამიანთა შორის მოუწევს ყოფნა. წნევის ცვალებადობასა და ქრონიკულ დაღლილობას რომ თავი აარიდოთ, ეცადეთ, ცხოვრების რეჟიმი შეცვალოთ და ემოციები აკონტროლოთ, სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ.

სასწორი
ვარსკვლავები სტაბილურ დღეს გიწინასწარმეტყველებენ. ექსტრემალურ სიტუაციებში სწრაფად რეაგირებას შეძლებთ. ეს დღე წარმატებულია, ასევე, დასაგეგმად – მშენებლობის ან ვაჭრობის სფეროში. მოაგვარეთ უცხოელ პარტნიორებთან კავშირები და უარი თქვით ავანტიურულ შეთავაზებებზე.

მორიელი
ამ დღეს, ერთი მხრივ, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და საქმის შესრულების დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდებათ, ხოლო, მეორე მხრივ, იდეების განსახორციელებლად რესურსების ნაკლებობას ან პრაქტიკული შესაძლებლობების არარსებობას იგრძნობთ. სამსახურში საგანგებო მდგომარეობა შეგექმნებათ, თუმცა, ნუ დაიძაბებით და ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ მოეჭიდებით. იმოქმედეთ ერთი მიმართულებით.

მშვილდოსანი
ეს დღე თქვენთვის სტაბილურობასთან ასოცირდება, განსაკუთრებული ფულადი ხარჯის, წარუმატებლობისა და ცუდი ინფორმაციების მიღების გარეშე. შესაძლოა, აქციებიდან დივიდენდები მიიღოთ. როგორც კი ფული გაგიჩნდებათ, ნუ იჩქარებთ მის დახარჯვას, გადადეთ „შავი დღისთვის“, რათა თავი მშვიდად იგრძნოთ.

თხის რქა
ნელ-ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად იბრძოლებთ ბედნიერების მისაღებად. გახსენით თქვენი ყველა პოტენციალი და განახორციელეთ დასახული იდეები. იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი, ადამიანებს სიხარული უნდა აჩუქოთ. ხოლო იმისთვის, რომ სიხარული აჩუქოთ, საჭიროა, ეს სიხარული თავად შეიგრძნოთ: განთავისუფლდით ყველანაირი წყენისგან, რადგან ბრაზიანი ადამიანი ვერანაირად ვერ შეძლებს სხვებისთვის სიხარულის მინიჭებას.

მერწყული
ამ დღეს ბევრს მოუტანთ სარგებელს. ძველ ნაცნობებთან კვლავ აღადგენთ კონტაქტებს. სამსახურში ცვლილებები გელოდებათ. ახალი შესაძლებლობები გაგეხსნებათ, რომლებიც თქვენი კარიერის განვითარებას შეუწყობს ხელს. დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად უფრო მეტი მუშაობა დაგჭირდებათ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დრო ტყუილად არ დახარჯოთ.

თევზები
არ გამოირიცხება, სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, თანაც სერიოზული. შეეცადეთ, მაქსიმალურად მოინდომოთ, ძალები მოიკრიბოთ და, ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევთ თავს.

Similar Posts

  • ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

    ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რამაც ევროპის ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა გამოიწვია. 19 სახელმწიფოს, რომელიც ევროს იყენებს, ხარჯები 5%-ით გაეზარდა, მათ შორის საკვებსა და საწვავზე. ახლა ეკონომისტები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება რეგიონში დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა შემუშავდეს. ამის გათვალისწინებით კი, ევროზონის ცენტრალური ბანკი გეგმავს კონცენტრირება მოახდინოს ინფლაციაზე, გეოპოლიტიკურ რისკებსა და ობლიგაციების შემოსავლიანობაზე. წერს რუსთავი 2

  • ქუთაისში ტურისტს სცემეს

    გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტურისტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების მიზეზი წინასწარი ინფორმაციით ფული გახდა. ნაცემი ტურისტი, რომელიც შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა, რუსეთის მოქალაქეა. შემთხვევა ქუთაისის ცენტრში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, უცნობმა პირებმა ტურისტს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. ტურისტი უკვე ჰოსპიტალიზებულია. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში დროულად გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა…

  • მთვარეზე უჩვეულო ობიექტი დააფიქსირეს

    ჩინურმა როვერმა, Yutu-2-მა მთვარის შორეულ მხარეს,ჰორიზონტზე უჩვეულო ობიექტი დააფიქსირა, რომელსაც კუბის ფორმა აქვს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Space წერს. უცნაური ფორმის ობიექტი მთვარის “ბნელ მხარეს” მდებარეობს, რომელიც დედამიწიდან არასდროს ჩანს. როვერმა ობიექტი მიმდინარე წლის ნოემბერში გადაიღო, თუმცა სურათზე მისი გარჩევა ძალიან რთულია. ობიექტი როვერის ამჟამინდელი ადგილიდან დაახლოებით 80 მეტრის მოშორებით მდებარეობს. Yutu-2 მისი მიმართულებით გაემგზავრა. თუმცა, მისი საშუალო სიჩქარე დღეში 80-90 სანტიმეტრია….

  • ქართველი ემიგრანტის ახდენილი ოცნება

    „საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში კიდევ ერთმა ქართველმა ემიგრანტმა იასპარეზა – მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში დებიუტი ჰქონდა დავით ღვარძელაშვილს. Nomad Sports-მა ამ ამბავს ასე გამოეხმაურა. 17-წლამდელთა ნაკრებში მანამდეც იწვევდნენ, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრებისა და დოკუმენტების პრობლემების გამო ვერ ჩადიოდა. სამწლიანი ძალისხმევის შემდეგ ბიუროკრატიული დაბრკოლებები გადალახეს და ახალგაზრდა მეკარემ სამშობლოში დაბრუნება შეძლო. თუმცა, ახალი გამოწვევა ელოდა – „ვილიარეალის“ ახალგაზრდა მეკარე…

  • ემიგრანტებმა სააკაშვილის სამუდამო პატიმრობის მოთხოვნით აქცია გამართეს

    ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა, ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილის სამუდამო პატიმრობის მოთხოვნით, აქცია გამართეს. საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან შეკრებილებმა, ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის რეჟიმი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს. მათი განცხადებით, მიუხედავად სტატუსისა, ნებისმიერმა ადამიანმა სამართლის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ემიგრანტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გარდა, მისი თანამოაზრეებიც უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.

  • 22 მარტის ლარის კურსი

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2219 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2219 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 3.2096 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0123 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5599 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5431 ლარს…