რომელ ქვეყნებში მსუბუქდება რეგულაციები იხილეთ ქვეყნები

საფრანგეთი და ვიეტნამი იმ ქვეყნების რიგს უერთდებიან, რომლებიც მოგზაურებისთვის რეგულაციებს ამსუბუქებენ. საფრანგეთში სრულად აცრილ ადამიანებს ქვეყანაში შესასვლელად კოვიდ ტესტის გაკეთება აღარ მოუწევთ. ვიეტნამში კი, ხვალიდან საერთაშორისო მოგზაურები დაუბრკოლებლად შეძლებენ შესვლას. აღდგება გაუქმებული საერთაშორისო ფრენებიც.

შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავენ გერმანიაშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. სამთავრობო კოვიდ ექსპერტთა პანელის რეკომენდაციით, გადაწყვეტილებას გერმანიის მთავრობა ოთხშაბათს მიიღებს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამხრეთ კორეა საზოგადოებას ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებს. თავდაპირველად, დამატებითი ბუსტერ დოზით რისკ-ჯგუფები აიცრებიან, მოგვიანებით კი მეოთხე დოზით იმუნიზაცია ზრდასრული მოსახლეობისთვისაც გახდება შესაძლებელი.

ვაქცინის მეოთხე დოზის შეთავაზებას გეგმავს შვედეთიც. ექსპერტების რჩევით ქვეყანაში მეოთხე დოზით 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიცრებიან. შვედეთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მაღალი იმუნიზაციის ფონზე პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და რეგულაციები გააუქმა.

ქვეყნებში რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია ჰონგ-კონგში, სადაც ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო სკოლები 2 კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

ავტორი: თიკო ცერცვაძე.
წყარო რუსთავი 2

Similar Posts

  • საბერძნეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს

    საბერძნეთი თურქეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს, რადგან ავღანეთში შექმნილი კრიზისის ფონზე უკანონო მიგრაციის ნაკადის ზრდის ეშინია. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს. უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში 1500 არსებულ მესაზღვრეს დამატებით 250 ოფიცერი დაემატება. თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე აეროპორტებსა და რეგიონებში კი კიდევ 800 თანამშრომელს გადაანაწილებენ. ამასთან, საბერძნეთის ხელისუფლება ევროკავშირისგან მიგრაციის შეკავების კუთხით უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითხოვს.

  • სხვადასხვა ქვეყნის კულინარიული ტრადიციები

    ახალი წელი უმეტესობისთვის საზეიმო სუფრასთანაა დაკავშირებული. საცივი, ჩურჩხელა, გოზინაყი, სხვადასხვა გემრიელობები. ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის იდენტურია, მაგრამ რა ხდება სხვა ქვეყნებში? რა გასტრონომიული ტენდენციებია საზღვარგარეთ? 1. საფრანგეთი საფრანგეთში ახალი წლის ღამისთვის თაფლაკვერში ლობიოს ათავსებენ და ასე აცხობენ. ფრანგები თვლიან, რომ ამას ბედნიერება მოაქვს. საახალწლო სუფრაზე აქ აუცილებლად არის შემწვარი წაბლი, ხამანწკები,…

  • პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

    პოლონეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ მის დას გუშინ აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლონეთის გავლით, საფრანგეთში აპირებდა ჩასვლას, სადაც მას ცოლ-შვილი ელოდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომომობილში ორნი იმყოფებოდნენ. პირი, რომელიც მანქანას მართავდა, პოლონელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. გარდაცვლილის ოჯახს ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე საგარეო საქმეთა სინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს.

  • რა მოხდა ნაპოლი-ნიცას რეისზე

    საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მირანდა თოდუა, იტალიის აეროპორტში თავს გადამხდარ ისტორიას ჰყვება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ეხებათ. „დღეს ნაპოლიდან მოვფრინავდი ნიცაში…. ჩემთან ერთად ორი რუსი წყვილი მგზავრობდა… ალბათ, 30 წლისები იქნებოდნენ… ჯერ ჩემოდნების ჩაბარების დროს მიიქციეს ჩემი ყურადღება.. გადამასწრეს ისე, რომ არ ითხოვეს ნებართვა და არ მომიბოდიშეს… ძალიან მშვიდად შევაჩერე და ავუხსენი, რომ ჩემი რიგი იყო……

  • საფრანგეთი 12 ათას ადამიანს მოქალაქეობას მისცემს

    საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოქალაქეობა მიანიჭოს 12 ათას  ადამიანს, ვინც მსოფლიოს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ასეთი პირები  მოქალაქეობას დაჩქარებული სქემით მიიღებენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც რისკის ქვეშ მუშაობდნენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. “ვულოცავ ჩვენს ახალ თანამემამულეებს და მადლობას ვუხდი მათ რესპუბლიკის სახელით”, – განაცხადა საფრანგეთის მოქალაქეობის მინისტრმა, მარლენ სკიპმა. საფრანგეთს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით 16 381-მა პირმა…

  • საფრანგეთმა საქართველოს 300 000 ევრო გამოუყო

    საფრანგეთის განვითარების სააგენტომ 300 000 ევროს ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს მიწის მართვის ახალი სააგენტოს მხარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში  საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.  “26 აპრილს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ბ-ნი ლევან დავითაშვილი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი დიეგო კოლასი კომპანია შპს „დმანისის მეცხოველეობის“ ფერმას ეწვივნენ. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) 300…