5 აპირილს ასრტლოგოუირი პრგოონზი

ვერძი
ნებისმიერ სფეროში გჭირდებათ ამბიციური და პრაქტიკული მიდგომა, მაგრამ ამასთანავე მოკავშირეები კმაყოფილი და მადლიერი იქნებიან თქვენი საქმიანი რჩევებითა და დღევანდელი ურთიერთობებით.

კურო
სასურველია მოერიდოთ ზედმეტ კონტაქტებს და ნუ შეეცდებით ურთიერთობების გარკვევას. დაკავდით რაიმე პოზიტიური საქმიანობით და აუცილებლად მოუხმეთ საჭიროების შემთხვევაში იუმორის გრძნობას.

ტყუპები
მიჰყევით ცხოვრების დინებას და ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება და ამაოდ არ დახარჯოთ დრო და ენერგია სარისკო წამოწყებებში.

კირჩხიბი
დღე კარგად ჩაივლის თუ შეძლებთ კომპრომისს და ნაკლებ მოთხოვნებს წაუყენებთ კოლეგებსა და ახლობლებს. მოთმინებით და დელიკატურად მოქმედებით წარმატებით მოახდენთ ჩანაფიქრის რეალიზებას.

ლომი
მოსალოდნელია სიახლეები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ბავშვობის დროინდელ ამბებს, ან შესაძლოა მოულოდნელად შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანს, რომელთანაც დიდი ალბათობით ურთიერთობებს განაახლებთ.

ქალწული
დაიწყეთ მხოლოდ ის საქმეები, რომელიც პირველხარისხოვანი და სასწარაფოა, თუმცა რასაც წამოიწყებთ აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ და შეცდომებს თავიდან აირიდებთ.

სასწორი
კარგი იქნება თუ დღეს მეტ ყურადღებას დაუთმობთ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო სახის ინფორმაციას, მოუსმინეთ გარშემომყოფებს და იყავით მეტად გულისხმიერი.

მორიელი
წარმატება გელით მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით საქმიან შეხვედრებზე, განსაკუთრებით თუ ეს ფინანსურ თემებს, ინვესტიციებს ან ბიუჯეტის დაგეგმვას ეხება.

მშვილდოსანო
შესაძლოა დღეს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, თანამოაზრეებთან შეთანხმების გარეშე მიიღოთ, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველასთვის სასიკეთო იქნება, თუმცა ამგვარი ქმედება კონფლიქტსა და გაუგებრობებს გამოიწვევს.

თხის რქა
მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება გამოიჩინოთ თქვენი ახლობელი და ძვირფასი ადამიანების მიმართ, რომლებიც მზრუნველობას მოითხოვენ და მოთმინებით ელოდებიან როდის მოიცლით მათთვის და აღადგენთ ჰარმონიულ ურთიერთობებს.

მერწყული
შესაძლოა რაიმე უჩვეულო მოვლენის მოწმე გახდეთ და ამავე დროს გაგიჭირდეთ სინამდვილედ მიიღოთ ყოველივე. რთული იქნება მატერიალური სამყაროს, რაციონალურ ჭრილში მოქმედება.

თევზები
იარეთ გამოცდილი და კონსერვატიული გზებით, როგორც საქმიან სფეროსთან მიმართებაში, ასევე პირად ცხოვრებასა და სხვა ურთიერთობებში. იმოქმედეთ ფრთხილად და გათვლილი ნაბიჯებით.

Similar Posts

  • ვის სტუმრობდა ზელენსკი საქართველოში გაპრეზიდენტებამდე

    ბუბა კიკაბიძის პროდიუსერ რატი აბზიანიძეს ახლო ურთიერთობა აკავშირებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ის ჟურნალ “თბილისელების” მკითხველს უზიარებს პირად შთაბეჭდილებებს. რატი აბზიანიძე: კრიტიკული სიტუაციაა, მაგრამ როგორც ვხედავთ, უკრაინელ ხალხს საბრძოლო განწყობა არ დაუკარგავს. გმირულად დგას უკრაინის პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ბოლომდე. ის არ არის პატარა ადამიანი, ვინც რამეს დათმობს. ზელენსკი დასახულ მიზანს აუცილებლად ბოლომდე…

  • ორშაბათს გამოცხადდება ახალი გადაწყვეტილებები – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ორშაბათს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პანდემიის მართვა. მისი განცხადებით საქართველო, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნების მართვის ფორმას აირჩევს, რაც კოვიდპასპორტების შემოღებასა და მოქალაქეებისთვის რამდენიმე შემოთავაზებული ვარიანტიდან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას გულისხმობს. პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება. “ორშაბათს სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება გარკვეული…

  • საბერძნეთი შეზღუდვებს ერთი კვირით აგრძელებს

    საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19-ის ტალღის შესაკავებლად არსებული შეზღუდვები ერთი კვირით, 23 იანვრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს. შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ განცხადება საბერძნეთის მთავრობას ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციას მოჰყვება. ამჟამად არსებული შეზღუდვების თანახმად ყველა გასართობი ადგილი შუაღამეს იხურება. მაგიდასთან კი მაქსიმუმ 6 ადამიანი უნდა იჯდეს. სამთავრობო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნახევარს სახლიდან მუშაობა მოუწევს, ხოლო სუპერმარკეტებსა და საზოგადოებრივ…

  • რუსეთი აწესებს დროებით აკრძალვას მარცვლეულის ექსპორტზე

    რუსეთი აწესებს დროებით აკრძალვას მარცვლეულის ექსპორტზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებში. ამის შესახებ დადგენილებას ხელი პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. მარცვლეულზე შეზღუდვა მოქმედებს 30 ივნისამდე. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილების მიზეზად გარე შეზღუდვების პირობებში სურსათის შიდა ბაზრის დაცვა დასახელდა. რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის…

  • ქართველი ემიგრანტის ახდენილი ოცნება

    „საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში კიდევ ერთმა ქართველმა ემიგრანტმა იასპარეზა – მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში დებიუტი ჰქონდა დავით ღვარძელაშვილს. Nomad Sports-მა ამ ამბავს ასე გამოეხმაურა. 17-წლამდელთა ნაკრებში მანამდეც იწვევდნენ, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრებისა და დოკუმენტების პრობლემების გამო ვერ ჩადიოდა. სამწლიანი ძალისხმევის შემდეგ ბიუროკრატიული დაბრკოლებები გადალახეს და ახალგაზრდა მეკარემ სამშობლოში დაბრუნება შეძლო. თუმცა, ახალი გამოწვევა ელოდა – „ვილიარეალის“ ახალგაზრდა მეკარე…

  • იტალიაში კაცმა 4 ქალი და 1 ბავშვი დაჭრა

    იტალიაში, ქალაქ რიმინში შეარაღებულმა მამაკაცმა 4 ქალი და ერთი მცირეწლოვანი დაჭრა. დაშავებულები რიმინის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 2 მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ დამნაშავე, 26 წლის წარმოშობით სომალელი მამაკაცი შემთხვევიდან მალევე დააკავა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი თავშესაფრის მაძიებელია და ქვეყანაში 2015 წლის შემდეგ იმყოფება. მომხდარზე გამოძიება პოლიციამ უკვე დაიწყო და ინციდენტი “ექსტრემალურად სერიოზულ შემთხვევად” გამოაცხადა….