ვერძი
წარმატებული დღეა და რაც უფრო ნაყოფიერად ჩაამთავრებთ, მით უფრო გაიმყარებთ პოზიციებს და უზრუნველყოფთ საკუთარ მომავალს. სიფრთხილეც არ გაწყენდათ, განსაკუთრებით, ფინანსურ საკითხებში. ეცადეთ, ფული დაზოგოთ. ეს მომავალში ფინანსურ სირთულეებს აგაცილებთ თავიდან.

კურო
მოსალოდნელია სასიყვარულო განცდებისა და ღალატის პერიოდი. თუ თაყვანისმცემელმა სხვაზე გაგცვალათ ან მეუღლემ თქვენგან წასვლა გადაწყვიტა, ამას ოლიმპიური სიმშვიდით უნდა შეხვდეთ: მათ პლანეტების ენერგია მართავთ, რომლებიც გამოცდას გიწყობენ.

ტყუპები
შესაძლოა, ამ დღის პოზიტიური მომენტებით შეძლოთ თავის დაცვა დიდი უსიამოვნებებისგან, რომლებიც მარტის დასაწყისში გელით. წარსულზე ფიქრი და განვლილი გზა სწორად შეფასებასა და მომავალი ცხოვრების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, საერთო საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილი კირჩხიბისთვის უმნიშვნელო გახდეს, თუ თანამშრომლებმა ვერ შენიშნეს. ეცადეთ თვითშეფასება აიმაღლოთ, თორემ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევთ.

ლომი
ეს დღე ჰარმონიულ ურთიერთობებსა და ურთიერთგაგებას გპირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ, თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვა სცადოთ. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო ან სასიამოვნო საჩუქარი შემოგთავაზონ. სავარაუდოდ, დაზღვევის ან მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებითაც კარგი სიახლეები გელით. შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომელზეც დიდი ხანია, ფიქრობთ.

ქალწული
სასიამოვნო დღე გელით. ბევრი ქალწული მზადაა, გარისკოს და მიიღოს ის, რაზეც მთელი თვეა ოცნებობს. გახსოვდეთ, წინ რომ წახვიდეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე უნდა დაასრულოთ და ყველა ვალი გაისტუმროთ.

სასწორი
შეტევებს მიჩვეული ხართ და ფიქრობთ, რომ ეს მოქმედების ერთადერთი სანდო საშუალებაა? გირჩევთ, სცადოთ ამ ტაქტიკის შეცვლა. იმისთვის, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოერიდოთ, მოაწესრიგეთ საკუთარი ცხოვრების სტილი.

მორიელი
ზოდიაქოს ყველაზე სექსუალურ ნიშანს გაუჭირდება ინტიმურ თავგადასავლებზე უარის თქმა. შეეცადეთ, ზღვარს არ გადახვიდეთ, რადგან, შესაძლოა, გარშემომყოფებში უკმაყოფილება გამოიწვიოთ.

მშვილდოსანი
თქვენი ორიგინალური იდეები შესაძლოა, საკმაოდ კარგი აღმოჩნდეს და სარგებელი არა მხოლოდ თქვენ, არამედ ოჯახის სხვა წევრებსაც მოუტანოს. შეგიძლიათ, თამამად გარისკოთ სამსახურებრივ საქმეებში, წახვიდეთ ვა-ბანკზე, გახსნათ ახალი საწარმო ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ.

თხის რქა
ამ დღეს საინტერესო თანამშრომლობა გელით თქვენს ჩანაფიქრთან დაკავშირებით, მართალია, ეს დროებითი იქნება, მაგრამ ესეც არ არის ცუდი. ნუ წაუყენებთ პარტნიორს ზედმეტ მოთხოვნებს, რადგან შესაძლოა, სულ მალე თქვენი გზები გაიყაროს.

მერწყული
შესანიშნავი დროა ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად. მატერიალური კეთილდღეობა ინდივიდუალურ საქმიანობას მოგიტანთ. ანაზღაურებით კმაყოფილი დარჩებით. შეგიძლიათ, აუცილებელი ფინანსური დოკუმენტები გააფორმოთ.

თევზები
ეს დღე შესანიშნავია ახალ, მნიშვნელოვან პროექტებზე სამუშაოდ. შესაძლოა, მოუსვენრად იყოთ, არ გამოირიცხება, რომელიმე ნივთი ან ფული დაკარგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაასრულოთ დაწყებულ საქმეებზე მუშაობა. დაკავდით ისეთი საქმით, რომელსაც დამოუკიდებლად გაუმკლავდებით.