ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას თავშესაფრის ევროპული სააგენტოს შექმნის შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათი ინფორმაციით, სააგენტო თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისის (EASO) ბაზაზე შეიქმნება.

სააგენტოს მიზანი თავშესაფრის მინიჭების სისტემის დახვეწა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გასაწევი ოპერატიული და ტექნიკური დახმარების გაფართოება და საერთაშორისო დაცვის შესახებ განაცხადების შეფასების დაახლოების ხელშეწყობაა.

„სააგენტო ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირის თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი სააგენტო მიგრაციის შესახებ ახალი პაქტის ფარგლებში იქმნება. პაქტში ასევე წარმოდგენილია ინიციატივები ევროკავშირის გარე საზღვრებზე კონტროლის გაძლიერების და თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის დაჩქარების თაობაზე.

გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი