უკრაინელი ტურისტები, რომლებიც საქართველოში 23 თებერვალს ჩამოფრინდნენ, უკან თავიანთ ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან.

ნინო მჭედლიშვილმა სოციალური ქსელით მისი მეგობრისგან შეიტყო აქ ჩარჩენილი უკრაინელი წყვილის შესახებ.

მისი ინიციატივით, წალენჯიხის მერისა და ჯვარის რწმუნებულის თანადგომით, უკრაინის მოქალაქეები წალენჯიხაში, დაბინავდებიან და ასევე, უზრუნველყოფენ მათ კვებას.

„უკრაინაში, ქალაქ სლავუტაში ვცხოვრობთ, როგორც კი ჩამოვფრინდით საქართველოში ბავშვებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ომი დაიწყო. ჩვენი ოჯახის წევრებისგან ვიცით, რომ ქალაქში ხშირი საჰაერო განგაშია და სარდაფებში იმალებიან. ჩვენს ქალაქთან ახლოს ატომური ელექტროსადგურია და ამის გამო ვღელავთ. აღფრთოვანებულები ვართ ქართველი ხალხით და მათი სტუმართმოყვარეობით, სასტუმროში ძალიან დაგვეხმარნენ, მიმღებმა დაგვაკავშირა მარინასთან და წამოვედით აქეთ“, -ამბობს ვლადიმირ ერემეევი.

საქართველოს მასშტაბით, სასტუმროებში იმყოფებიან უკრაინელი ტურისტები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, რადგან არ აქვთ თანხა და თავად ვერ უზრუნველყოფენ ნომრისა და კვების ფულს.

უკრაინელი წყვილის ცნობით, თბილისის სხვადასხვა სასტუმროები იჩენენ ინიციატივას, რათა უზრუნველყონ უკრაინელი ტურისტები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here