ქართველი ემიგრანტები უკრაინაში ომის დაწყებიდანვე ჩაერთვნენ საქველმოქმედო აქციებში.
,,მეგობრებო, ჩემ ზელეზე მოგროვდა $7140. ორ სხვადასხვა ფონდში უკვე გადავრიცხე $6,700. დარჩენილ თანხას აღარ გადავრიცხავ არსად, რადგან ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებში მითხრეს, რომ ძალიან სჭირდებათ ბავშვთა კვება ,,ფორმულა” ამიტომ მაგ თანხით ვიყიდი ,,ფორმულას” და მივიტან. ყველაზე მეტად ბავშვთა კვება არ ჰქონიათ და გაითვალისწინეთ, ვინც აპირებთ შემოწირულობის მიტანას. ასევე ძალიან სჭირდებათ ტკივილგამაყუჩებლები, ბინტები, დამწვრობის კრემები”, – დაწერა გუშინ ამერიკაში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა.
დღეს კი ქართველმა ემიგრანტებმა უკრაინიდან მადლობის წერილი მიიღეს.
,,ასეთ მდგომარეობაში მადლობის გადახდის დრო და თავი რომ აქვთ. ეს რა საოცარი ერია. უკრაინამდე ჩააღწია ქართველი ემიგრანტების ერთობის და დახმარების ამბავმა”, – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.