უკრაინაში 4 ქართველი სამხედრო დაიჭრა. რუსმა ოკუპანტებმა მათ ჩასაფრება მოუწყვეს. 4-ივე ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინულ არმიას, რომლის შემადგენლობაშიც ქართველებიც არიან, ცეცხლის ხმელეთიდან და ციდან ერთდროულად გაუხსნეს. დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო და განადგურდა უკრაინის მხარის სამხედრო ტექნიკა.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი რუსიტაშვილი “პირველებთან” ყვება, რომ დაზიანებების მიუხედავად, ქართველი სამხედროები სამკურნალოდ მაშინვე არ წავიდნენ და ჰოსპიტალს მხოლოდ მას შემედგ მიაკითხეს, რაც მტერმა მათზე ახალი იერიში მიიტანა.

ძალიან დიდი ოდენობით შემოვიდა მოწინააღმდეგე ძალა და უკან რომ დავიხიეთ, ხიდი იყო გადმომსასვლელი და ჩასაფრება მოგვიწყეს. 4 ქართელი და 5 უკრაინელი იყო. გვესროლეს, 1 დაგვეღუპა, 3 უკრაინელი და 1 ქართველი დაგვეჭრა და ჩვენ მივიღეთ ძლიერი ტრავმა. ეს უკრაინელები ვინც დაიჭრა და დაიღუპა, ჩვენ გვეფარებოდნენ. ყველანაირი იარაღი გამოიყენეს. ისევ გავაგრძელეთ გამოსვლა, ორი დღე ვიყავით ბრძოლის ველზე და მერე კიდევ მოხდა ძალიან დიდი საარტილერიო დაბომბვა და იმაში მოვყევით. ურაგანები, გრადები, ყველაფერი იყო გამოყენებული. ავიაციაც მუშაობდა, – ამბობს ქართველი ჯარისკაცი.

აგრესორებმა ქართველ და უკრაინელ ჯარისკაცებს ჩასაფრება დონეცკის ოლქში მოუწყვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here