თურქეთი

თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

თურქეთში 15-წლიან ემიგრაციაში მყოფი ქართველი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართველი ემიგრანტები“ ავრცელებს. ემიგრანტს ერთი შვილი დარჩა. წერს პრაიმტაიმი

„ფოთი გლოვობს, გარდაიცვალა ემიგრანტი თურქეთში ქალაქ გირესუნში/ ნონა სოსელია 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს წლებია.. ერთი ბიჭი დარჩა თემური სოსელია .. მისი შვილის მონატრებაც თან გაიყოლა

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ……საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა…

მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.

ჩემო ქართველებო, ვინც გვერდით დაუდექით თემურს და გაიზიარეთ ეს დიდი ტკივილი, ყველას უღრმესი მადლობა. უფალმა არ მოგივლინოთ ასეთი განსაცდელი.. ნონა გელოდება ფოთი“, – წერენ სოციალურ ქსელში.

Similar Posts

  • სტამბოლი-ბათუმის რეისი აეროპორტში 1,5-საათიანი მცდელობის შემდეგ დაჯდა

    ძლიერი ნისლის გამო, სტამბოლიდან ბათუმში ჩამოსული თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდომას საათნახევრის განმავლობაში ვერ ახერხებდა. როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გვითხრეს, ის 16:46 საათზე უნდა დაფრენილიყო, თუმცა დაშვება მხოლოდ ახლა, რამდენიმე წუთის წინ შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

  • თურქეული ლირა რეკორდულად უფასურდება

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეზობელ სირიაზე შესაძლო სამხედრო შეტევის შესახებ განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც თურქულმა ლირამ რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. თურქული ლირა გასული დღე-ღამის განმავლობაში 0,4%-ით გაუფასურდა და $9,0398 შეადგინა. გასული თვიდან მოყოლებული, ლირა დოლართან მიმართებაში 6%-ზე მეტით გაუფასურდა. თავის მხრივ, ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ინფლაციის უკანასკნელი ნახტომი გარდამავალია. ცენტრალური ბანკის მმართველმა, საჰაპ კავჩიოღლუმ…

  • თურქეთში აეროპორტები დაიხურა

    ძლიერი ნისლის გამო აღმოსავლეთ თურქეთის სამ აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს. “დიარბაქირის, ბათმანისა და მარდინის მიმართულებით ფრენები, რომლებიც დილით იყო დაგეგმილი, გაუქმებულია“, – იტყობინება ტელეარხი. ხილვადობა 10 მეტრამდე შემცირდა, რის გამოც მანქანების მოძრაობაც შეფერხებულია. ნისლი დღის მეორე ნახევარში გადავა. ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა 🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია ❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით…

  • რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებზე

    იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნათია დავითულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს ქართველები იტალიაში. „იტალიური ჰაერი ქართველებზე ცოტა ცუდად ხომ არ მოქმედებს? ორი თვის ჩამოსული ვარ და მაქვს სრული შოკი, სირცხვილია და ძალიან „ტეხავს“. რომში რომ ჩამოვედი, სამსახურს ვეძებდი, დავწერე ერთ-ერთ ჯგუფში და გამომეხმაურა ქართველი გოგო, რომელმაც შემომთავაზა…

  • საელჩო ანკარაში მყოფ ქართველებს მიმართავს

    ანკარაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ანკარის თოჯინების მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, მაყურებელთა წინაშე, საბავშვო სპექტაკლით “რწყილი და ჭიანჭველა” წარსდგება “ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის” დასი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ…

  • თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა – VIDEO

    გასულ ღამეს თურქეთის სხვადასხვა წერტილიდან მწვანე ნათება დააფიქსირეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. თავდაპირველად სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა, მეტეორის ჩამოვარდნიდან დაწყებული კოსმოსური შემოტევით დამთავრებული. თუმცა დღეს, თურქეთის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ გუშინდელი ნათება ნამდვილად მეტეორის ჩამოვარდნას უკავშირდებოდა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ახსნილი იყო ისიც, თუ რატომ იყო იყო ნათება მწვანე. განცხადებაში ნათქვამია, რომ…