საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა შეიცვალა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დიფერენცირებული მიდგომა დადგინდება. ცვლილებების თანახმად: ∙ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით; ∙…