ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის პირველი ლოკდაუნის დარღვევისთვის გადახდილი ჯარიმები ყველა მოქალაქეს დაუბრუნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, რომელმაც ესპანეთში პირველი ლოკდაუნი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
14 მარტიდან 21 ივნისამდე ესპანეთის პოლიციამ მოქალაქეებს 1,1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმები გამოუწერა, თუმცა თანხა დაჯარიმებული პირების მხოლოდ ნაწილმა გადაიხადა.
ესპანეთში კორონავირუსით 87,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.