აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაქცინაციის შემდეგ ჯანმრთელობაზე პრობლემები შეექმნა.

“მგონი არასოდეს დამიდია, ხომ?
მიყურეთ. ეს ის დღეა, იმუნიდეფიციტი რომ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და ვებრძვი იმ დღიდან. შარშანდელია.
აცრილი რომ ვარ, არ ნიშნავს, რომ
არ ვაზროვნებ.

ნიუ-იორკი დიდი ჯუნგლია და ვერსად ვერ ვიმუშავებდი – ხაზს ვუსმევ – ვერსად (!) ჩემი კვალიფიკაციით, ეს აცრა რომ არ გამეჩხირა.

ახლა ბუსტერს გვთხოვენ და უარზე ვარ.
უამრავი ხალხია, ვისაც აცრა არ გაუკეთებია, დანაზოგი ჰქონდათ, ან სხვა შტატებში გადავიდნენ.
ბევრი წამოვიდა სამსახურიდან,
მე გავიკეთე და სქესი დავკარგე და იმუნიტეტი დამიქვეითდა და კი, ვყვები და ვამბობ სიმპტომებს!
მიყურეთ! ან კლიმაქსის ან სიბერის ამ ქალს რა ეტყობა? უმაგრსი ბოი ფრენდი მყავდა იმ პერიოდში- ახლაც მყავს, სხვა შტატში ცხოვრობს და მე არ მცალია, სურვილიც არ მაქვს სექსის.

კი, მე yuna shapatavaს სექსის სურვილიც არ მაქვს და სექსის ყველა მცდელობაზე, სისხლისდენა მეწყება, ან ტკივილები,
და უბრალოდ, ვარჩევ ჯანმრთელობა აღვიდგინო ჯერ და სხვა რაღაცებზე ვიფიქრო.

იმედია ცოტა გონს მოვლენ პლაცებოგაჩხერილი ისწერიჩკები თბილისის გუბერნიიდან. პლაცებო დაგირიგეს, საქართველო არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე, და ძალიან ძვირია აცრა, ფეხებზე კოდიხართ ყველას, წყალი შეგიშხაპუნეს!!!

ამიტომაც ხდებით ისევ ავად, დაბუსტერებულებიც კი; აქაც ხდებიან ავად, მძიმედ, დაბუსტერებულებიც და შეიგნეთ, თუ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა განაცხადეს უარი ამ საწამლავ აცრაზე და ჯარიდან ითხოვენ, ცოტა ტვინი გაანძრიეთ!
ჯოკოვიჩს შეგახსენებთ აქვე!
კი, მსოფლიოს არ სძინავს!
და ეს აცრა და თვითონ კოვიდი, კაცობრიობის მარეგულირებელი ზილიონერების მორიგი ბიოლოგიური იარაღია.
და კი, იზრუნეთ სულზე!!!
სულზე!!!

რადგან ესაა მიზანი, ჰუმანიზმის წაშლა!!
ჯანმრთელობას და ადამიანობას გისურვებთ, პლაცებო აცრილ და აუცრელებს!!!

პს დავამატებ: გადაღებებზე აცრის გარეშე არ დაიშვებოდი. ახლს უკვე ანონიმურად აგზავნი აცრილობის სტატუსს და გაძლევენ გამონაკლისს, ანონიმურად. მე ვერ მოვიცადე. იმედია ესეც დაგაფიქრებთ. უფლება არ მაქვს, დავდო პროტოკოლი, დაიჯერეთ, იცით, არასოდეს ვტყუი, ღმერთის მწამს!”, – წერს მსახიობი.