საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოდან ესპანეთში პირდაპირი გზით მოხვედრა, ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

პირველი რეისის 170-ვე მგზავრს ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

განახლებულ რეისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და DMO Imereti-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი დახვდნენ.

,,მოხარულები ვართ, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა. მგზავრებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, კვირაში ერთი სიხშირით Wizz Air-ის საშუალებით შეუძლიათ ფრენა. პირველსავე დღეს ამ მიმართულებით 170 მგზავრმა ისარგებლა და იმედი გვაქვს, რომ მათი რაოდენობა მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო გაიზრდება. რამდენიმე დღეში ქუთაისიდან კიდევ ორი ევროპული მიმართულება: ვენა და ბერლინი გვემატება“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, სამი ქალაქის: 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის, ხოლო 16 დეკემბრიდან აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.

Similar Posts

  • მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის – დეტალები

    ისრაელი, დანია, ლიეტუვა, ესპანეთი – მსოფლიოს ქვეყნები მწვანე ბარათების კონცეფციას ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ. მთავარი არგუმენტი “ომიკრონით” ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე, კოვიდ სერტიფიკატების ეფექტურობის შემცირებაა. ზოგიერთ სახელმწიფოში დღეიდან პირბადის გამოყენების ვალდებულებაც მოიხსნა, გაუქმდა მუშაობის დისტანციური რეჟიმიც! მსოფლიოს ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლის ტაქტიკებს ცვლიან, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მასშტაბური გახსნების შესახებ არც თუ ისე დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს….

  • ესპანეთში ქართველი სოპრანო გარდაიცვალა

    ეს­პა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო ლალი ჭი­ლა­ია გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შესახებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. ავრცელებული ინფორმაციით, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და. “12 ნოემბერს გავრცელდა სამწუხარო ცნობა გამორჩეული ქართველი ემიგრანტის, ლალი ჭილაიას გარდაცვალების შესახებ. იგი იყო მადრიდში მოღვაწე ქართველი მეცო სოპრანო და ასოციაციის “დიასპორა”-ს პრეზიდენტი. ქალბატონი ლალი ასევე ეწეოდა თარჯიმნობით საქმიანობას, სოხუმელი ემიგრანტი აფხაზეთიდან, რომელიც კარგად იყო…

  • ყველა ემიგრანტი ჩვენი ქვეყნის პოტენციური ელჩია – პრეზიდენტი

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში ნაწილობრივ ონლაინრეჟიმში წარიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტელეხიდის საშუალებით მონაწილეობას იღებდნენ პროგრამებში გამარჯვებული დიასპორის წარმომადგენლები. „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სულ 22 გამარჯვებული გამოავლინა, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში 18 გამარჯვებული,…

  • ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

    ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის. „დღეს ჩვენ დავაკავეთ იახტა, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ ერთ-ერთ ოლიგარქს. ვსაუბრობთ იახტაზე, რომლის ღირებულება ყველაზე მინიმალური დათვლებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ -მინისტრმა პედრო სანჩესმა. როგორც…

  • ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

    ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი ტვირთის არასწორი დასაწყობების გამო მოხდა. რამდენიმე მეზღვაური გაჟონილი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. მათ შორის ერთი, ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა. მისი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და მისი გადმოსვენების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

  • ევროკავშირი COVID-სერტიფიკატების მოქმედებას გაახანგრძლივებს

    ევროკომისია ევროკავშირში მოგზაურობისთვის COVID-სერტიფიკატების გამოყენების შესახებ რეკომენდაციის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს. მისი ცნობით, სერტიფიკატის მოქმედების ვადა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან 12 თვის შემდეგ იწურება. ეს ნიშნავს, რომ ვინმეს COVID-19-ზე ტესტი ან ვაქცინის მესამე დოზა დასჭირდება. წინადადებას ევროკავშირის საბჭოს პარასკევს წარუდგენენ. ცნობისთვის, რუმინეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა და საბერძნეთმა უკვე დაიწყეს მესამე დოზის შეთავაზება ყველა ასაკის…