საქართველოს საელჩო უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მოხალისეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

“საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების ქ.ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მოითხოვს გარკვეულ დროს, ქ.ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება,” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here