საბერძნეში მცხოვრები ემიგრანტები აქციას მართავენ

თბილისის პარალელურად, ქალაქ ათენში მშვიდობიან აქციას მართავენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც. მათი განცხადებით, საქართველო ბნელ წარსულსა და ბოროტებას არ უნდა დაუბრუნდეს.

ემიგრანტების თქმით, ამომრჩეველმა და მოსახლეობამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას უარი გამოუცხადოს, რადგან მისი გუნდი სიტყვის თავისუფლებასა და ხალხს დევნიდა.

Similar Posts

  • საბერძნეთსა და თურქეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

    დიდთოვლობაა საბერძნეთსა და თურქეთში – 12 საათიანმა თოვამ პრობლემები შექმნა ათენში. შეზღუდული იყო გადაადგილება, გზებზე რამდენიმე საათით დაყოვნება მოუწია 1 200-ზე მეტ ავტომობილს. სტამბოლის აეროპორტში კი რეისების გადადების გამო ათასობით ადამიანი გამგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. რეისების ნაწილი დღეს უნდა შესრულდეს – მათ შორის არის ფრენები საქართველოს მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით, თოვლისგან გზების გაწმენდაში სამხედროებიც ჩაერთნენ….

  • საბერძნეთი შეზღუდვებს ერთი კვირით აგრძელებს

    საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19-ის ტალღის შესაკავებლად არსებული შეზღუდვები ერთი კვირით, 23 იანვრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს. შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ განცხადება საბერძნეთის მთავრობას ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციას მოჰყვება. ამჟამად არსებული შეზღუდვების თანახმად ყველა გასართობი ადგილი შუაღამეს იხურება. მაგიდასთან კი მაქსიმუმ 6 ადამიანი უნდა იჯდეს. სამთავრობო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნახევარს სახლიდან მუშაობა მოუწევს, ხოლო სუპერმარკეტებსა და საზოგადოებრივ…

  • საბერძნეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს

    საბერძნეთი თურქეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს, რადგან ავღანეთში შექმნილი კრიზისის ფონზე უკანონო მიგრაციის ნაკადის ზრდის ეშინია. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს. უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში 1500 არსებულ მესაზღვრეს დამატებით 250 ოფიცერი დაემატება. თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე აეროპორტებსა და რეგიონებში კი კიდევ 800 თანამშრომელს გადაანაწილებენ. ამასთან, საბერძნეთის ხელისუფლება ევროკავშირისგან მიგრაციის შეკავების კუთხით უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითხოვს.

  • ბრიუსელში ემიგრანტებმა აქცია გამართეს

    ბრიუსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ემიგრანტები პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმარს უწოდებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

  • იტალიაში აქცია წყლის ჭავლით დაშალეს

    იტალიაში, ქალაქ ტრიესტში პოლიციამ დაშალა აქცია, რომელზეც სამუშაო ადგილებზე სავალდებულო კოვიდ-სერტიფიკატებს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას ANSA ავრცელებს. რამდენიმე ასეული ადამიანი ტრიესტის პორტთან შეიკრიბა და გზა გადაკეტა. პოლიციამ აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით დაშალა. მსგავსი დემონსტრაციები ვენეციაში, რავენესა და გენუაში გაიმართა. ცნობისთვის, 15 ოქტომბრიდან იტალიაში სახელმწიფო, ისევე საჯარო სექტორის თანამშრომლებმა სამსახურში კოვიდ-სერტიფიკატი უნდა წარადგინონ. კოვიდ-სერტიფიკატში მოცემულია ინფორმაცია…

  • საბერძნეთის სანაპიროსთან 400-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

    საბერძნეთში, კუნძულ კრეტას სანაპიროსთან, ზღვაში, სატვირთო გემზე მყოფი 400-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს. თურქეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ეს ბოლო პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო. ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გადარჩენილი პირები. სამშაბათს, თურქეთის გავლით, საბერძნეთში მსურველი მიგრანტებიდან სამი ბავშვი ზღვაში დაიხრჩო. ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას ყოველდღიურად ათასობით…