90 წლის მოხუცმა ქალმა თავისი მთელი ქონება დამხმარე ქალსა და მის ქმარს დაუტოვა. საუბარია ერთ მილიონ ევროზე. აღნიშნული საბერძნეთში მოხდა.

არსებული ცნობებით, ქალბატონის ანდერძი, რომელიც მან 2019 წელს დაწერა, ახლახანს გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ 1 მილიონ ევროს თავის მომვლელ ქალსა და მის მეუღლეს უტოვებს, ხოლო ოჯახის წევრებს მცირე, უმნიშვნელო თანხას.

ცოლ-ქმარი, რომელიც მოხუცს ბოლო წლები უვლიდა, ალბანეთიდან არის. სწორედ ისინი არიან მოხსენიებული ანდერძში ძირითად მემკვიდრეებად და 1 მილიონი ევროს მფლობელებად, რამაც გარდაცვლილის ოჯახის წევრების მხრიდან დიდი პროტესტი გამოიწვია და ეჭვქვეშ დააყენეს ანდერძის ნამდვილობა, ვინაიდან ქალი დემენციით იყო დაავადებული.

რეალურად ანდერძი სამი მოწმის თანდასწრებით შედგა და როგორც ამბობენ, მოხუცი აბსოლუტურად აცნობიერებდა, რასაც წერდა. მხოლოდ, აღსანიშნავია, რომ მან ბოლოს ხელისმოწერა ვერ შეძლო, ხელის ძლიერი კანკალის გამო.

საინტერესოა, რა ბედი ეწევა დიდ მემკვიდრეობას…

წყარი გაზეთი ალია