რუსეთი აწესებს დროებით აკრძალვას მარცვლეულის ექსპორტზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებში. ამის შესახებ დადგენილებას ხელი პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. მარცვლეულზე შეზღუდვა მოქმედებს 30 ივნისამდე. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება.

გადაწყვეტილების მიზეზად გარე შეზღუდვების პირობებში სურსათის შიდა ბაზრის დაცვა დასახელდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here