იტალიაში კორონავირუსის შტამ “ომიკრონით” ინფიცირების 11 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) პრეზიდენტმა, სილვიო ბრუზაფერომ განაცხადა.

“გარდა ამისა, არის საეჭვო შემთხვევებიც. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდნენ ან ასეთ პირებთან მჭიდრო შეხება ჰქონდათ” , – განაცხადა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

ბრუზაფეროს თქმით, ამ ეტაპზე “ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების კონტროლის გადამწყვეტი საშუალებაა”. გარდა ამისა, მან ზამთრის პერიოდში ვაქცინაციის კამპანიის თანხლები ზომების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

“ესაა ზომები, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით – პირბადის ტარება და ხელების დაბანა“, – განაცხადა მან.