იტალიაში დასაქმებულ მოქალაქეთა საყურადღებოდ

იტალიაში ყველა დასაქმებული ვალდებულია ე.წ. მწვანე პასპორტი იქონიოს, რომელიც ადასტურებს, რომ პირს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

მთავრობის მიერ მიღებული ეს ზომა კერძო და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 23 მილიონ ადამიანს შეეხება. კომპანიებს, რომლებიც მთავრობის მიღებულ წესს არ დაემორჩილებიან ჯარიმის სახით 1000 ევროს გადახდა მოუწევთ.

მთავრობის მიერ მიღებულ ამ ზომას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება, რომში დღეს საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ტრიესტეში კი, პროტესტის ნიშნად პორტი გადაკეტეს.

იტალიის მოსახლეობის 85პროცენტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

Similar Posts

  • დასაქმება იტალიაში – 6 ვაკანსია / 03.11.2021

    ვაკანსიის აღწერა: ესაჭიროებათ ალცჰეიმერით დაავადებულისთვის მომვლელი ანაზღაურება: უცნობია ადგილმდებარეობა: SAN NICOLO’ D’ARCIDANO ტელ: ალცჰეიმერით დაავადებული ვაკანსიის აღწერა: ესაჭიროებათ დამლაგებელი ანაზღაურება: უცნობია ადგილმდებარეობა: მერატი ტელ: 3394810234 ვაკანსიის აღწერა: ესაჭიროებათ მომვლელი ანაზღაურება: 500 ევრო ადგილმდებარეობა: MONREALE ტელ: 3204658219 ვაკანსიის აღწერა: ესაჭიროებათ მომვლელი ანაზღაურება: უცნობია ადგილმდებარეობა: კროტონე ტელ: 3465370950 ვაკანსიის აღწერა: ესაჭიროებათ დამლაგებელი ანაზღაურება: 800 ევრო ადგილმდებარეობა: ვალო…

  • იტალიამ საახალწლო ღონისძიებები აკრძალა

    emigrantebi.ge -ი გაზეთ “ალია“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ იტალიამ კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები გაამკაცრა, მათ შორის აკრძალა საახალწლო საჯარო სადღესასწაულო ღონისძიებები. ამასთან, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის თეატრებში, კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის…

  • იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

    იტალიაში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. იტალიური პრესა დაკავებულს და მის თანამზრახველს „აკრობატებად“ მოიხსენიებს. მოიწონეთ ჩვენი გვერდი სან ბასილიოს პოლიციის აგენტებმა 30 წლის მამაკაცი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ სარემონტო ხარაჩოზე გადაადგილდებოდა. მიმალვა მოახერხა დაკავებულის თანამზრახველმა, რომელიც სავარაუდოდ ასევე ქართველია. დაკავებული იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა

  • იტალიაში კოვიდ19-თან საბრძოლველად მკაცრი წესები აამოქმედეს

    პანდემიასთან საბრძოლველად იტალია მკაცრ რეგულაციებს აწესებს და ითხოვს, რომ ყველა დასაქმებულმა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უარყოფითი ტესტის პასუხი წარადგინოს. გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ მიიღო და ახალი წესი 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. წერს ამერიკის ხმა იტალიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება კოვიდ19-თან ბრძოლაში მსოფლიოში აქამდე მიღებულ რეგულაციებს შორის ყველაზე მკაცრია. ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანაში ასეთი მკაცრი მოთხოვნები არ არსებობს. პრემიერ…

  • რა მოხდა ნაპოლი-ნიცას რეისზე

    საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მირანდა თოდუა, იტალიის აეროპორტში თავს გადამხდარ ისტორიას ჰყვება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ეხებათ. „დღეს ნაპოლიდან მოვფრინავდი ნიცაში…. ჩემთან ერთად ორი რუსი წყვილი მგზავრობდა… ალბათ, 30 წლისები იქნებოდნენ… ჯერ ჩემოდნების ჩაბარების დროს მიიქციეს ჩემი ყურადღება.. გადამასწრეს ისე, რომ არ ითხოვეს ნებართვა და არ მომიბოდიშეს… ძალიან მშვიდად შევაჩერე და ავუხსენი, რომ ჩემი რიგი იყო……

  • სალომე ტეტუნაშვილი პოლიციაში დაკითხვაზე მიჰყავთ

    27 წლის ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც 4 დღე დაკარგული იყო. ის რამდენიმე წუთის წინ იპოვეს და ცოცხალია. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ სალომე ტეტუნაშვილის მეგობარმა, ქეთი პაპელაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ტეტუნაშვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა პოლიციას გამოკითხვაზე გადაჰყავს. „იპოვეს სალომე, ახლა პოლიციაში მიჰყავთ დაკითხვაზე. კარგად არის, ნორმალურად. როგორ მოხვდა საავადმყოფოში ეს დეტალები არ ვიცი, დაახლოებით…