იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის ოფისის ცნობით, 18 მარტს რუს ოლიგარქს, ალექსეი მორდაშოვს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სარდინიაზე 105 მილიონი ევროს ღირებულების სამშენებლო კომპლექსი ჩამოართვეს.
იტალიაში მორდაშოვს, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული, ქონება მარტში უკვე მეორედ ჩამოართვეს – მანამდე, მას ჩამოართვეს 65-მეტრიანი იახტა, Lady M, რომლის ღირებულებაც 65 მილიონი ევროა.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში იტალიის პოლიციამ რუს ოლიგარქებს 780 მილიონზე მეტის ღირებულების იახტები და ვილები ჩამოართვა. მათ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხოთ.
ყველაზე ძვირადღირებული რამ, რაც ოლიგარქებს ჩამოართვეს, სუპერიახტაა, რომელიც მილიარდერ ანდრეი მელნიჩენკოს ეკუთვნის და 530 მილიონ ევროდ არის შეფასებული.