საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ესპანეთის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები შეიცვალა:

ესპანეთის სამეფოში მგზავრობისათვის,
საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე (Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა), ხოლო მეორე დოზიდან (Janssen (J&J)-ის შემთხვევაში პირველი დოზიდან) 270 დღის გასვლის შემთხვევაში სავალდებულოა ბუსტერ დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ ბარათის წარდგენა. 12 წლამდე (11 წლის ჩათვლით) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

ესპანეთის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

 კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J), Sinopharm, Sinovac), შეუძლია ესპანეთში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება.

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე (Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა) და ბოლო დოზიდან არაუმეტეს 270 დღე,   ხოლო მეორე დოზიდან (Janssen (J&J)-ის შემთხვევაში პირველი დოზიდან)  270 დღის გასვლის შემთხვევაში სავალდებულოა ბუსტერ დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ ბარათის წარდგენა. 12 წლამდე (11 წლის ჩათვლით) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.

კანარის კუნძულებზე  მიმავალი მგზავრებისთვის იგივე რეგულაციები ვრცელდება, მხოლოდ საჭიროა ბოლო 48 საათში გაკეთებული ანტიგენ ტესტის ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

არავაქცინირებულ პირთა შესვლა შეზღუდულია

გამონაკლისით სარგებლობენ მხოლოდ ქვემოთ მოცემული კატეგორიის მოქალაქეები:

  • ევროკავშირის და  შენგენის ზონის ქვეყნების, ანდორის, მონაკოს, ვატიკანის (წმინდა საყდარი) ან სან მარინოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, რომლებიც მიემართებიან საკუთარი საცხოვრებელი ადგილისაკენ;
  • ევროკავშირის და  შენგენის ზონის ქვეყნების გრძელვადიანი  ვიზის მქონე პირები.
  • საზღვრისპირა დასაქმებულები;
  • ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები, მათ შორის ჯანდაცვის სისტემის მკვლევარები და პროფესიონალები, რომლებიც ახორციელებენ ხანდაზმულებზე ზრუნვას და მიემართებიან ან ბრუნდებიან სამუშაოდან.
  • ტრანსპორტირების პერსონალი, მეზღვაურები და საავიაციო პერსონალი, რომელიც განახორცილებს საჰაერო ტრანსპორტის საქმიანობას.
  • დიპლომატიური, საკონსულო, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამხედრო პერსონალის, სამოქალაქო დაცვის და ჰუმანიტარული ორგანიზაციების პერსონალი, მათი ფუნქციების განხორციელებისას.
  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ შენგენის წევრ ან შენგენთან ასოცირებულ ქვეყნებში და ფლობენ შესაბამის ბინადრობის ნებართვას ან ვიზას.
  • მაღალკვალიფიცირებული მუშაკები, რომელთა საქმიანობა არის საჭირო და არ შეიძლება გადადებული იქნას ან განხორციელდეს დისტანციურად, რაც ასევე ითვალისწინებს მაღალი დონის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეებს.
  • პირები, რომლებიც მგზავრობენ განსაკუთრებული ოჯახური პირობების გამო და გააჩნიათ ამის დამადასტურებელი საბუთი.
  • პირები, რომლებიც შეძლებენ დაადასტურონ ფორსმაჟორული ან მგზავრობის  საჭიროების  განსაკუთრებული სიტუაცია ან რომელთა შემოსვლაც ნებადართულია ჰუმანიტარული მიზნებით.
  • სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული სეზონური მუშაკები.

 

საგამონაკლისო კატეგორიის მოქალაქეებმა, რომელიც არ ფლობენ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას, ესპანეთში გამგზავრებამდე უნდა მიმართონ ესპანეთის შესაბამის საელჩოს და წარადგინონ მათი საგამონაკლისო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 ნოემბრიდან საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა სამხრეთ აფრიკასა და ბოცვანასთან. ასევე განაახლდა მაღალი რისკის ქვეყნების სია, რომელთა შორის სამხრეთ აფრიკისა და ბოცვანას გარდა მოხვდა ესვატინი (სვაზილენდი), ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია და ზიმბაბვე. ხსენებული ქვეყნებიდან ესპანეთში შესულ მგზავრებს, გარდა სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა, მოეთხოვებათ წარმოადგინონ  ბოლო 78 საათის განმავლობაში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტი. ასევე, 1 დეკემბრიდან, მინიმუმ წლის ბოლომდე,  დიდი ბრიტანეთიდან შესული მგზავრებისათვის სავალდებულოა სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენა.

 ტესტის წარდგენის ვალდებულება

პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ესპანეთში გამგზავრების საგამონაკლისო შემთხვევებს, ვალდებულნი არიან საზღვარზე წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

12 წლამდე (11 წლის ჩათვლით) არასრულწლოვანს შეუძლია იმგზავროს PCR ტესტის გარეშე.

 სტუდენტების შესვლა

სტუდენტები, შესაბამისი კატეგორიის ვიზის ფლობის შემთხვევაში, მგზავრობენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით.

 ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა

თუ მგზავრები არ ტოვებენ საერთაშორისო ტრანზიტულ ზონას, ამ შემთხვევაში განთავისუფლებული არიან სანიტარული კონტროლისგან, თუმცა უნდა შეავსონ სამედიცინო კონტროლის სარეგისტრაციო ფორმა.

 წინასწარი რეგისტრაცია

ნებისმიერი კატეგორიის მოქალაქემ, ესპანეთის სამეფოში მგზავრობამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსოს სპეციალური სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-გვერდზე: www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდი წარადგინოს საზღვარზე.

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1

ბმული 2