რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამუნა მალაზონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველი და იტალიელი პენსიონერების ყოფას ადარებს ერთმანეთს: წერს გაზეთი ალია
“70 წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელსაც პენსია აქვს 2000 ევრო, მეკითხება – თქვენს ქვეყანაში რამდენია პენსია? ჩემი ასაკის ადამიანები რით ერთობიან? მოგზაურობენ, დადიან კინოებში, თეატრებში, რესტორნებში, საცეკვაოდ?
მერე თვითონვე ასკვნის – თუმცა კოვიდის გამო სად ივლიან… რად მინდა უფასო წამალი, პამპერსი და სახლში ექთნის ვიზიტი, თუ გასართობად არ წავედი… თქვენთან როგორ არის საქმე, ამ ფსიქოლოგიურ სტრესს როგორ გაუძლეს ასაკიანებმა, რომ ჩაუკეტეს საზღვრები და კარებიო…
P.S… გადავხედე ამ ზაფხულს თბილისში ყოფნის დღეებს და რაც უცებ გამახსენდა იყო, მარკეტ ,,ორი ნაბიჯიში” ქალბატონმა, რომ რამდენიმე ცალი ქლიავი ამაწონინა (სასწორზე ვერ მიხვდა კოდის აკრეფას) და მითხრა 2 ცალი მოაკელი, არ მაქვს 1 ლარი და 35 თეთრიო…”
ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა
🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია
❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით
👉 რატომ ჩვენ?
♻️ მისაღები ფასები
♻️ თურქული მაღალი ხარისხის წარმოება
♻️ ქარხნული გარანტია
♻️ განვადებით შესყიდვის შესაძლებლობა