11 დეკემბერს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი, სახელად 4660 Nereus (1982 DB) ჩაუფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Jerusalem Post აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულ ადმინისტრაციაზე (NASA) დაყრდნობით ავრცელებს.

NASA-ს ცნობით, ასტეროიდის სიგრძე დაახლოებით 330 მეტრია და იგი ზომით ეიფელის კოშკს აღემატება.

ასტეროიდსა და დედამიწას შორის მანძილი დაახლოებით 3,9 მილიონი კილომეტრი იქნება. კოსმოსური ობიექტი  წამში 6578 კმ სიჩქარით გადაადგილდება.

NASA-მ აღნიშნა, რომ ასტეროიდის აზომა და დედამიწამდე მანძილი ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.