საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 24 წლის ლაშა ტუხაშვილიგარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას შეკვეთა მიჰქონდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა. ინფორმაციას გვერდი “შოთო სიხარულიძე – ქართველი ემიგრანტები” ავრცელებს.
დაშავებული თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„გარდაიცვალა დედის ერთადერთი შვილი… ნათელი და სანთელი მის სულს. სამსახურიდან შესვენებაზე მოდიოდა ერთ ლობიანს ან ხაჭაპურს თან გაიყოლებდა, მოდიოდა თითქოს შეუმჩნევლად დიდი სიდინჯით, კარგი აღზრდილი შვილი, როგორ შეიძლება არ შეამჩნიო ასეთი კარგი ადამიანი … უზომოდ დამწყდა გული. ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს მის დედას. ორმაგად რთულია ასეთი საამაყო შვილის დაკარგვა .. ნათელი სანთელი მის სულს( ლაშა ტუხაშვილი… 24 წლის
საბერძნეთში მყოფი ემიგრანტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. როდესაც მას შეკვეთა მიჰქონდა ავარიაში მოხვდა. 25 დღე კომაში მყოფი სიკვდილს ებრძოდა), – წერს შოთო სიხარულიძე.