უკრაინაში მოხალისედ წასული სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო მოქალაქეებს ომის ფონზე ეკონომიკურ კრიზისზე აფრთხილებს და სიმშვიდსკენ მოუწოდებს.

“მსოფლიოს დიდი კრიზისები ელოდება. არ მინდა ვინმე დავაპანიკო, მაგრამ წინ დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე, არეულობები და მსოფლიო მასშტაბის დესტაბილიზაცია გველოდება. საწვავზე, ელექტრო ენერგიაზე და გაზზე გაიზრდება გადასახადები, შესაბამისად გაძვირდება პროდუქტებიც. შეიცვლება სოციალური მდგომარეობა, სახელმწიფოები ვერ გაუმკლავდებიან გლობალურ კრიზისებს და ვერ უპასუხებენ იმ ხალხს, ვინც ვერ გააცნობიერებს გლობალურ მიზეზებს. ამ ვითარებაში ყველამ უნდა მოვძებნოთ საკუთარ თავში სიმშვიდის ძალა, რადგან ყოველი გაბრძოლება ამ მდგომარეობის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავებს და დააჩქარებს კრიზისს.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც განიცდის ფასების ზრდას. საწვავის გაძვირება მხოლოდ დასაწყისია, სამომავლოდ კი კიდევ უფრო დიდი კრიზისები ემუქრება მსოფლიოს. ზურგი ვაქციეთ რუსეთს, რომელიც დედამიწის ნახევარია. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ დანარჩენი ქვეყნები მარტოვად გაუმკლავდება ამ დანაკარგს, ეს ასე არ იქნება. ათწლეულები დასჭირდება დედამიწას, რომ დაუბრუნდეს მშვიდობას. ახლა ომი არ ხდება მხოლოდ უკრაინაში, ყველაზე დიდი და სასტიკი ომი ეკონომიკური ომია, რომელიც ხალხის ზურგზე გადაივლის და ეს ხალხი არა მხოლოდ ქართველები, არამედ ყველა იქნება დედამიწის ზურგზე. რასაც ახლა ხედავთ, აისბერგის წვერია ჰორიზონტზე.

იპოვეთ საკუთარ თავში სიმშვიდე და მშვიდად გაუმკლავდით კრიზისებს, რადგან ყოველი გაბრძოლება ამ მდგომარეობასთან, კიდევ უფრო დაამძიმებს და გაამწვავებს ამ პროცესს. თუ ხალხი არ დაიწყებს რაციონალურად აზროვნებას და არ ჩაუღრმავდება იმ ზოგად მდგომარეობას, რომელიც ახლა დედამიწაზეა, ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეეჭიდება ქაოსს, რომელსაც ხალხი შობს. იაზროვნეთ”, – წერს მანგო.