პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა გარკვეული სირთულეების მოსაგვარებლად მეგობრებს მიმართოთ ან თქვენ მოგმართონ ახლობლებმა დახმარებისთვის, თუმცა ამისთვის არ გექნებათ არც განწყობა და არც ენერგია. დღეს მხოლოდ კომფორტული გარემო და დასვენება გჭირდებათ.

კურო ირგვლივ შექმნილი გარემოებები გაიძულებთ შეცვალოთ დღის რეჟიმი და ფეხი აუწყოთ განსხვავებულ რიტმს, თუმცა თუ ჭკვიანურად იმოქმედებთ თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობებსაც აღმოაჩენთ და სარგებელსაც მიიღებთ ამ ყველაფრიდან.

ტყუპები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით სიურპრიზებს ელოდეთ. შესაძლოა მიაგნოთ დამატებითი შემოსავლის წყაროს. მოიფიქრეთ რაიმე უჩვეულო ხერხი ფინანსური კეთილდღეობის ასამაღლებლად.

კირჩხიბი გაგიჭრდებათ ერთ ადგილას ყოფნა, ყოველდღიური საზრუნავი კი დამღლელი იქნება. შეეცადეთ არ აჰყვეთ აბეზარ ფიქრებსა და ემოციებს და ნუ დაადანაშაულებთ სხვებს თქვენს უსიამოვნო განწყობაში.

ლომი თვალი ადევნეთ მოვლენებს და გვერდიდან შეხედეთ გარემოებებს, შესაძლოა დამკვირვებლის თვალით სულ სხვაგვარად დაინახოთ ბევრი რამ, ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს.

ქალწული იყავით ყურადღებით და ფხიზლად ადევნეთ თვალი რეალობას, შესაძლოა დღეს ახალი შესაძლებლობები გადაიშალოს თქვენს წინ და საჭირო გახდეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. იყავით მზადყოფნაში.

სასწორი მოიკრიბეთ ნებისყოფა და ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე, შეეცადეთ არ აჰყვეთ ირგვლივმყოფთა მაცდუნებელ წინადადებას, რომლებიც სამუშაოს სამომავლოდ გადადებას და დასვენებას გირჩევენ.

მორიელი შესაძლოა დღეს აზრი შეიცვალოთ საკუთარ თავზე და არა მარტო საკუთარზე. არ არის გამორიცხული რაღაც უჩვეულო თვისებები აღმოაჩინოთ საკუთარ თავში და თავადვე დარჩეთ გაკვირვებული.

მშვილდოსანი მნიშვნელოვანი ცვლილებების და მოულოდნელობების დღეა. მიღებული ინფორმაცია და სიტუაცია მნიშვნელოვან კვალს დატოვებს თქვენს ცხოვრებაზე და შეიძლება დიდი გარდატეხაც მოხდეს თქვენს ბედ-იღბალში.

თხის რქა მოიქეცით წინდახედულად, მიენდეთ ინტუიციას და ფეხი აუწყვეთ სწრაფად ცვლად მოვლენებს. მაქსიმალურად შეეცადეთ სასიკეთოდ გამოიყენოთ დღევანდელი შანსები როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში.

მერწყული სასურველია მთელი ძალა და მონდომება საქმეს მიუძღვნათ და იმოქმედოთ დამოუკიდებლად. ასე თავს დააღწევთ მომაბეზრებელ რჩევა დარიგებებს კოლეგებისგან და შედეგებიც უფრო ნაყოფიერი იქნება.

თევზები დღეს შეძლებთ საკუთარი თავის საინტერესოდ წარმოჩენას, შესაძლოა რაღაც საქმეში უპირატესობა მოიპოვოთ, ეცადეთ იაქტიუროთ, დღეს თქვენი საუკეთესო თვისებები მაქსიმალურად წარმოჩინდება.

Similar Posts

  • საქართველოს უვიზო მიმოსვლა კიდევ ერთმა ქვეყანამ დაუწესა

    არაბთა გაერთიანებული საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „მოლაპარაკებების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინარული პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების…

  • საბერძნეთში არავაქცინირებულ მოქალაქეებს საყურადღებოდ

    ჯანდაცვის უწყების განაცხადებით, საბერძნეთში არავაქცინირებულ პირებს სახელმწიფო სერვისებზე, ბანკებსა და რესტორნებზე წვდომისთვის კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ. „პანდემიის გაუარესების და ტემპერატურის დაცემის გამო, მეტი ზომებია საჭირო არავაქცინირებული ადამიანების დასაცავად. ყველა არავაქცინირებულმა მუშაკმა, ასევე, უნდა გაიაროს უარყოფითი ტესტი კვირაში ორჯერ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა თანოს პლევრისმა. 2 ნოემბერი ახალი ზომები ძალაში 6 ნოემბერს შევა. საბერძნეთში არავაქცინირებულთა…

  • ევროკავშირის საბჭომ მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიას განაახლა

    ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, ინდონეზია სამოგზაურო “მწვანე სიაში“ შეიყვანა. ამჟამად ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების “მწვანე სიაში” შედის: არგენტინა, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ინდონეზია, იორდანია, ქუვეითი, ნამიბია, ახალი ზელანდია, პერუ, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით. ევროკავშირის საბჭოს მიერ სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა…

  • ფხაკაძე ახალი შტამის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავისურის ახალ შტამთან დაკავშირებით დამატებით ცნობებს ავრცელებს და წერს, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც აღნიშნული შტამი დაფიქსირდა, საქართველომ მიმოსვლა უნდა ჩაკეტოს. ამასთან, ის მოსახლეობას პირბადის გამოყენებისა და სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. “დამატებითი ინფორმაცია ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ✅ნამდვილად ვერ არის საქმე კარგად. ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით…

  • პოლიციამ Facebook თაღლითი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად თაღლითობა ედება. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ლ.შ. სოციალური ქსელის “ფეისბუკის” მეშვეობით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და დაბალპროცენტიან კრედიტებს სთავაზობდა. დაინტერესებული პირებისგან კი ბარათისა და პირად მონაცემებს იღებდა, რისი საშუალებითაც მათ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას ანაღდებდა. შსს-ს ცნობით თაღლითი ფიქტიური კომპანიის სახელით სარგებლობდა, რაც…

  • | |

    ყველაფერი კარგად იქნება – სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი Facebook გვერდზე საახალწლო მილოცვას აქვეყნებს. “ვულოცავ ყველა ქართველს, მთელს მსოფლიოში დამდეგ ახალ წელს! ვულოცავ ყველა ჩემს თანამებრძოლს, რომელმაც არამხოლოდ ხელები არ ჩამოუშვა, არამედ როგორც არასდროს, ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, ქართველ ხალხს დაუბრუნოს 2020 წელს მოპოვებული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. იმისათვის, რომ 2021 წელს უზურპატორმა ვერ შეძლოს ფეხის მოკიდება და საქართველოს ბოლომდე ჯიბეში ჩადება….