19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ყოველთვის ეფექტური არ არის ტრადიციული გზით გამარჯვებისკენ სვლა, თუ იოლი და გაკვალული ბილიკებით ივლით ჩიხში შეხვალთ. დაივიწყეთ ძველი ხერხები და სცადეთ რაიმე განსხვავებული.

კურო
დღეს შეძლებთ ყველაზე რთულ პრობლემებსაც მოუძებნოთ გასაღები. თქვენი გამჭრიახობისა და მოხერხებულობის წყალობით დარწმუნებული იყავით იოლად მოაგვარებთ კონფლიქტებსა თუ გაუგებრობებს.

ტყუპები
დიპლომატიის წყალობით შეძლებთ გარშემომყოფებს სიტუაცია თქვენი თვალით დაანახოთ, თამამდ, ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი მოსაზრებები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებული წინადადება წარუმატებლად მიგაჩნიათ.

კირჩხიბი
ყურადღებით მოისმინეთ თანამოსაუბრის აზრები და რეალურად განსაზღვრეთ რა მიზანი აქვს მას სინამდვილეში. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ ვარაუდებით, ზუსტად უნდა იცოდეთ თუ რა მოლოდინები აქვთ და რა უნდათ თქვენგან.

ლომი
იყავით ფრთხილად და ყურადღებით ჯიუტ და ტოქსიურ ადამიანებთან და ნუ აჰყვებით ემოციებს. ნუ იმოქმედებთ სპონტანურად, იმოქმედეთ მეკავშირეებთან ერთად წინასწარ მოფიქრებული გეგმით.

ქალწული
შეიტანეთ სიახლეები თქვენს ცხოვრებაში, თქვენს საქმიანობაში, ახლა შეგიძლიათ სრულიად შეცვალოთ თქვენი საქმიანი სფერო. რაც მეტად მოცილდებით ჩვეულ გარემოს, რუტინას, მით უფრო საინტერესო გახდება თქვენი რეალობა.

სასწორი
მოსალოდნელია დიდი ცვლილებები უკეთესობისკენ. მოსინჯეთ ახალი იდეები და შეცვალეთ ძველი მეთოდები, ნუ შეგაშინდებათ შეცდომების. მოემზადეთ შემოქმედებითი წინსვლისთვის.

მორიელი
თქვენზე სასიკეთოდ იმოქმედებს სივრცის გადახალისება და კომფორტულად მოწყობა, ყველაფერი რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება, იქნება ეს მხატვრობა, ხელსაქმე, კულინარია თუ სხვა, კმაყოფილებასა და წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი
შესაძლებლობა გექნებათ მეტად საინტერესოდ წარმართოთ მოალპარაკებები ადამიანებთან, რომლებთანაც დიდი ისტორია არ გაკავშირებთ, მაგრამ დიდი სიახლეები და პერსპექტივები სწორედ ამ კავშირებით დაიწყება თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქა
მოგიწევთ პასუხისმგებლობა აიღოთ სხვების არასწორად შესრულებულ საქმეზე და დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ მის მოგვარებაზე, არაფრის შელამაზება არ არის საჭირო, თქვით ის, რაც სინამდვილეშია და მკაცრად და დამაჯერებლად შეასრულეთ ხელმძღვანელის როლი.

მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას რათა თავი უფრო თავდაჯერებულად და მიმზიდველ ადამიანად იგრძნოთ ირგვლივმყოფთა თვალში, შემდეგ კი იაქტიურეთ, გააცანით თქვენი პროექტი საჭირო ადამიანებს და მოიპოვეთ მათი მხარდაჭერა.

თევზები
გადახედეთ მივიწყებულ იდეებს, ოცნებებს, გაიაზრეთ რა შეიძლება იყოს აქედან აქტუალური და მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე და განახლებული გეგმებით ახალ საინტერესო ადამიანეთან ერთად შეუდექით საქმეს.

Similar Posts

  • საბერძნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი მიგრანტი დაიღუპა

    მიკროავტობუსი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, ჩრდილოეთ საბერძნეთში ავარიაში მოჰყვა. ინციდენტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა. ინფორმაციას Protothema.gr ავრცელებს. მედიის ცნობით, მოლდოვის მოქალაქემ მიგრანტები საბერძნეთში უკანონოდ გადაიყვანა. მან უგულებელყო პოლიციის მოთხოვნა გაჩერების შესახებ. გაქცევის მცდელობისას მძღოლმა დიდი სიჩქარით მკვეთრი შემოხვევა მოახდინა და კონტროლის დაკარგვის შემდეგ გზის სავალი ნაწილის ფარდულს შეეჯახა. მიკროავტობუსში 14 არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად შვიდი…

  • 4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი კარგი დღეა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისა და მოგზაურობისთვის. გაგიტაცებთ რომანტიკული თავგადასავლები. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. კურო მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. განსაკუთრებით, განბაჟებისას და გადასახადების გადახდისას. ახალი შემოთავაზებები ყურადღებით განიხილეთ. ტყუპი მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მხარდაჭერას იგრძნობთ გავლენიანი მეგობრისგან. კირჩხიბი მოერიდეთ გაურკვეველ და ორაზროვან სიტუაციებს. ეცადეთ, ყველამ სწორად გაიგოს…

  • რადიკალური ზომების მიღება აუცილებელია – რომის პაპი

    რომის პაპმა ფრანცისკე I-მა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ 2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე “რადიკალური ზომები” მიიღონ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, გლაზგოში გამართულ სამიტს, რომელიც Cop26 კონფერენციის სახელით არის ცნობილი მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მიმდინარე ათწლეულისათვის. აღსანიშნავია, რომ რომის პაპი სამიტს ვერ დაესწრება, თუმცა, მან აღნიშნულ თემას 5-წუთიანი ვიდეო შეტყობინება მიუძღვნა. ”კლიმატის…

  • საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

    ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია შუამდინარეთში 4 ათას წელზე მეტია არსებობს. ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დადგომამდე ამ ტრადიციას ძველი რომი შეუერთდა. თავდაპირველად, რომის უზენაესი ქურუმი თვითონ წყვეტდა, როდის დადგება ახალი წელი. მას წლის გახანგრძლივება, ან შემოკლება, საკუთარი სურვილით შეეძლო. მოგვიანებით ახალ წელს რომში 1 მარტს ზეიმობდნენ, 153 წელს კი…

  • საფრანგეთში ქართველები დააკავეს

    საფრანგეთში დააკავეს ქართველები და სომხები, რომლებსაც კავშირი აქვთ „რუსულ მაფიასთან“, – ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ქალაქ ამიენის სამართალდამცავებმა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სტრუქტურის საქმიანობა აღკვეთეს, კერძოდ, „რუსულ მაფიასთან“ კავშირის მქონე, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ სიგარეტითა და მოპარული ავტომობილებით ვაჭრობდნენ. არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 37 ადამიანი.

  • რომელ ქვეყნებში მსუბუქდება რეგულაციები იხილეთ ქვეყნები

    საფრანგეთი და ვიეტნამი იმ ქვეყნების რიგს უერთდებიან, რომლებიც მოგზაურებისთვის რეგულაციებს ამსუბუქებენ. საფრანგეთში სრულად აცრილ ადამიანებს ქვეყანაში შესასვლელად კოვიდ ტესტის გაკეთება აღარ მოუწევთ. ვიეტნამში კი, ხვალიდან საერთაშორისო მოგზაურები დაუბრკოლებლად შეძლებენ შესვლას. აღდგება გაუქმებული საერთაშორისო ფრენებიც. შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავენ გერმანიაშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. სამთავრობო კოვიდ ექსპერტთა პანელის რეკომენდაციით, გადაწყვეტილებას გერმანიის მთავრობა ოთხშაბათს მიიღებს. ვირუსის…