“ოპოზიციას სჭირდება ლიდერი, ძლიერი ფიგურა საჭადრაკო დაფაზე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მიშა სააკაშვილი ბევრის გაგებით მარგინალია, ექსცენტრულია. ჩემი გაგებითაც, ზოგჯერ ისეთ რაღაცას იტყვის მთლად ნორმალური არ უნდა იყოს მეთქი ბევრჯერ მითქვამს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის არის უპირობო ლიდერი.

ამ საჭადრაკო დაფაზე გენერირება ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ სხვა ნაციონალური მასშტაბის ლიდერის ფორმირება ხომ ვერ მოახერხა?

იაფი ავიაბილეთები


ჯერჯერობით 2 ფიგურაა ამ დაფაზე. ბიძინა ივანიშვილი და მიხელ სააკაშვილი, მეტი არავინ არ არის ხო? დანარჩენი ყველა პაიკია და ასეთი მდგომარეობაა.

ბუნებრივია ოპოზიცია, რომელსაც თავისი გაჭირვება აქვს და ზოგი დისკრედიტირებულია, ზოგი ძალიან სუსტია და ასე შემდეგ.. მიზიდულობის ცენტრია მიხეილ სააკაშვილი, რაც არ უნდა აგინონ და ლანაძღონ. ილუზიაა რომ ბოკერიამ ალტერნატული მიზიდულობის ცენტრი შექმნას-გამორიცხულია”,-ამბობს გია ხუხაშვილი.

გადაცემის წამყვანმა, გია ხუხაშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება შეახსენა, 20 ივნისს “ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე”, რომელსაც შსს შეისწავლის. გია ხუხაშვილის თქმით, მის ამ გამოსვლაში არაფერი იყო ისეთი, რისი სამართლებრივი შეფასებაც შეიძლება.

“მგონი იმ პოლიტიკოსებზე მეტი გამოცდილება გვაქვს და უკეთესად ვიცით ანატომია, როგორ არის ეს ყველაფერი. დაიწყებენ მესიჯ ბოქსში რომ გამოდით და ისაუბრეთ მიშა სააკაშვილი, დამხობა და ასე შემდეგ. იმ ტექსტში, მიხეილ სააკაშვილს იმდენი უბედურება უთქვამს და იმდენი ცოდვა აქვს, ის ეყოფა მთელი ცხოვრება. ამ გამოსვლაში არაფერია რისი სამართლებრივი შეფასებასც შეიძლება. ხელიფულებამ დაიწყო, მგელი მოდის, მგელი მოდის”,-ამბობს გია ხუხაშვილი.

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds