ბრიუსელი – ქუთაისის ავიაბილეთი 14,99 ევროდ იყიდება. ინფორმაცია ავიაკომპანია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე დევს. საუბარია უკანა გზის ავიაბილეთზე, ნოემბრის პერიოდში. აღნიშნული ფასით ავიაბილეთის შეძენას WizzAir -ის კლუბის წევრები შეძლებენ.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქში ქუთაისიდან ფრენა 10 სექტემბრიდან დაიწყება. ამავე პერიოდში იწყება ფრენა კიდევ დამატებით 5 ახალი მიმართულებით: ეინდჰოვენი, ტალინი, კოპენჰაგენი, ბარი და ბაზელი.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ Wizz air – ის მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებითაც დაიწყებს: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი, ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება დაემატება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა და ჰერაკლიონი.