მაისიდან Wizz air გდანსკისა და კატოვიცეს მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა:

“მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ემატება რეისები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები”.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

უნგრულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 18 აპრილიდან განაახლა. ფრენები ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით სრულდება.

აეროპორტების გაერთიანება ჯერ კიდევ აპრილში აცხადებდა, რომ მაისიდან Wizz Air რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებდა.