უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ წევრებმა დივერსანტები დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ლეგიონის“ Twitter- ზე ვრცელდება.
„უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი დიდი ხანია ჩვენი საერთო მტრის სამიზნე იყო. მტერი აგზავნის დივერსიულ ჯგუფებს ქართველი ბიჭების ადგილმდებარეობის დასადგენად. ჩვენი მებრძოლები მაღალი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების წყალობით იოლად ანეიტრალებენ ჯაშუშების ქმედებებს“, – აღნიშნულია „ქართული ლეგიონის“ განცხადებაში.