რუსთავში სილიკონ-მარგანეცის ქარხანაში მუშა დაიღუპა. შემთხვევა 2 იანვარს მოხდა.
მუშას წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობისას ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. ცხედრის ამოსაყვანად მაშველებს 1 საათი დასჭირდათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.