თურქეთში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ანკარაში სამგზავრო ავტობუსი ბოძს შეეჯახა და შემდეგ დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარება მალევე მობილიზდა და ხანძრის ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა.
მომხდარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. სამი დაშავებულის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.
ავტობუსის მძღოლი პოლიციამ დააკავა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.