დონალდ ტრამპმა მისი ბრძანებით მოკლულ გენერალ ყასემ სულეიმანს “ნაბიჭვარი” უწოდა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

„ადამიანების დიდ ნაწილს ამ “ნაბიჭვრის” გამო ხელი ან ფეხი არ აქვს- განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას. მისივე თქმით, ამერიკელი დემოკრატებისთვის მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, რომ სულეიმანმა “ასობით ათასი ადამიანი” დახოცა.

იაფი ავიაბილეთები


მანამდე ცნობილი გახდა, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანი ტრამპს სასამართლოში უჩივლებს.

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება “ქატაიბ ჰეზბოლას” ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას “ომის გამოცხადება” უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds