შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

CDC წერს, რომ საქართველოში მოგზაურობა სრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც რისკია.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში მოგზაური პირებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

  • თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან.
  • თუ საქართველოში აუცილებლად უნდა წახვიდეთ, დარწმუნდით, რომ მოგზაურობამდე სრულად ვაქცინირებული ხართ.
  • საქართველოში მოგზაური სრულად ვაქცინირებული პირებიც რისკის ქვეშ არიან, რომ COVID 19-ის ვარიანტებით დაინფიცირდებიან.
  • საქართველოში მოგზაურებმა უნდა დაიცვან ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა, მათ შორის ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის შესახებ.

შეერთებული შტატები საქართველოში მოგზაურობის შემდეგ საკუთარ მოქალაქეებს დაბრუნებიდან 3-5 დღს შემდეგ კორონავირუსზე ტესტირების რეკომენდაციას აძლევს.