გაუქმდება თუ არა „კოვიდ-პასპორტები“ საქართველოში? – მინისტრის მოადგილის განმარტება
მწვანე პასპორტმა“ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის სტიმულირებაში ითამაშა, მაგრამ აღნიშნული საკითხი გადაიხედება, რადგან ეპიდსიტუაცია „ომიკრონის“ გამო იცვლება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. კოვიდ-პასპორტის აღება უვადოდ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს (თუ ვირუსის დადასტურებიდან მინიმუმ 14 დღე გავიდა), ხოლო შეზღუდული ვადით – PCR–ტესტის (72 საათი) ან სწრაფი ტესტის (24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს….