ვინ გაემგზავრება ვენეციის ბიენალეზე: კონკურსის შედეგები
გამოვლინდა ვენეციის ბიენალეს ფარგლებში სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების ვინაობა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში. 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა — ვენეციის ბიენალე 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. გამოფენის კურატორია სესილია ალემანი, ხოლო ბიენალეს ქართველი კომისარია მაგდა გურული. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა „რძე სიზმრებისა“ (The Milk of Dreams), სახელწოდება…