ჯანდაცვის მინისტრის განცხადება შეზღუდვების ამოქმედების შესახებ
დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. „საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების კუთხით ეპიდემიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო…