დიღმის მასივში ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
რამდენიმე წუთის წინ თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ძლიერი აფეთქება მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირია. „პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი. აფეთქების შემდეგ სახლში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დამატებით დეტალებს ვარკვევთ.